უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ნეიმარი სანაკრებო კარიერას ასრულებს? - ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ ემოციურად ისაუბრა და მინიშნება გააკეთა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა არ გამორიცხა, რომ "სელესაოში" კარიერა დაასრულოს. ეს განცხადება 30 წლის ვარსკვლავმა მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენლებში წაგების შემდეგ გააკეთა.

"ვფიქრობ, ახლა კარიერის დასრულებაზე საუბრის შესაფერისი დრო არ არის, რადგან ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ არაფრის გარანტიას არ ვიძლევი.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგში... მინდა, ეს დრო გამოვიყენო და ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო. ვიფიქრო იმაზე, თუ რა მინდა საკუთარი თავისთვის. ეროვნულ გუნდს კარებს არ ვუხურავ, მაგრამ 100%-ით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები.

არ მჯერა, რომ ეს ხდება. დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრებისადმი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის. ჩვენ ოცნებებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.... ახლა სახლში წასვლის დროა, სადაც ნამდვილად დავიტანჯები", - თქვა ნეიმარმა. 

alt"ეს კარმაა! სწორედ ამიტომ გავარდნენ" - თინა კანდელაკმა მუნდიალიდან გავარდნილ ბრაზილიას დასცინა და "სელესაოს" წაგების "მიზეზი" განმარტა

altბრაზილიის მარცხით გახარებული არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები [VIDEO]

altბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

ტეგები: