ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
ეგეც შენი ბრაზილია... რონალდოს და რონალდინიოს მერე აღარ ყოლია საჩემპიონო გუნდი ბრაზილიას... ნბა-ში რო პლეიოფებში საერთოდ სხვა თამაში და სხვა წნეხია და სუპერვარსკვლავებიც ვერ თამაშობენ შესაბამისი გამოცდილების გარეშე, ეგეთი თემაა... ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ 98-დან, მარა 2006 წლის მერე ბრაზილიას საჩემპიონო გუნდი არ ყოლია... მაშინ ზიდანის წარმოუდგენელი კლასი რომ არა, იტალიას გაარღვევდა ის ბრაზილია და დამსახურებულად აწევდა თასს, მას მერე მასხარაობა გუნდია ჯერჯერობით...
რა მაფიაა?
14:17 10-12-2022
1
აი ეს არის ბოლომდე ბრძოლა და გიჟური თავდადება, რომელიც ხორვატიის ნაკრებს ყველაზე ძლიერად აქვს და ვერ დაუკარგავ, აი ამიტომ გავიდნენ წინა ჩემპიონატზე ფინალში! ზუსტად ეს აკლია სხვას და განსაკუთრებით ჩვენს ნაკრებს ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. არადა ძალიან მინდოდა არგენტინა-ბრაზილიის ნახევარფინალი და მესი-ნეიმარის ჯახი მენახა, ფეხბურთისთვის ეს მართლა ძალიან დიდი ზეიმი იქნებოდა...
საქართველო
14:06 10-12-2022
0

სიახლეები პოპულარული