ვალდანო: ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა.

"მესი ფეხბურთის არსს წარმოადგენს. ის ნებისმიერ სხვაზე მეტად ავლენს თავის ხასიათს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა და ადამიანებთან კავშირს. კატარში "მარადონობს".

მესი როგორც კი დავინახე, პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ. 20 წლის განმავლობაში გენიოსად რჩება. ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი", - ციტირებს ვალდანოს "მარკა".

მესი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის 5 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით არგენტინის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც 13
დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მესი განსაკუთრებულია! იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას!
მერაბი
13 დეკემბერი 2022 11:21
0
ვალდანოს, ლეოს შეფასებაში, ორივე ხელით ვეთანხმები!
თემო
13 დეკემბერი 2022 00:12
2
ეგრეა.მესის ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
ლევან
12 დეკემბერი 2022 23:57
1
მართალს ამბობს, მეც სულ მაგას ვიძახი, ხო შეიძლება რონალდუ გერჩიოს ანდა სხვაა ვინმე, მარა უბრალოდ მესი არ მოგწონდეს, მისი გილები მისი დრიბლინგი, პასები, რავიცი შეუძლებელიაა ფეხბურთი გიყვარდეს და ეს არ მოგწონდეეს
Giga
12 დეკემბერი 2022 22:55
0
მე ასე ვიტყი, ვინ ვის ჯობია ეგ სხვა თემაა. ჩემთვის დიადია მარადონაც, მესიც, კრისტიანოც, კემპესიც, კრუიფიც, პელეც, ბეკენბაუერიც, ვან ბასტენიც, ფიგუც, ზიდანიც და ბევრი სხვა ფეხბურთელიც ვისი ჩამოთვლასაც ვერ შევძლებ. ყველას მადლობელი ვარ რაც მინახავს მათი შესრულებით. მე მიყვარს ფეხბურთი და მიყვარს ყველა საუკეთესო ფეხბურთელი და ისინიც მომწონს ვინც მაგ საუკეთესო ფეხბურთელებს ეწინააღმდეგებიან როგორც შეუძლიათ. ეს არის ფეხბურთის სიყვარული და არა ის რომ მე ვიყო ვიღაცისტი. მესი ნამდვილად იმსახურებს გახდეს მსოფიოლ ჩემპოინი, განსხვავებით არგენტინის ნაკრეისაგან. ასე რომ ვალდანოს ვეთანხმები, ვისაც მესი არ უყვარს ან რომელიმე ფეხბურთელი მას არ უყვარს ფეხბურთი.
G.LA
12 დეკემბერი 2022 20:13
0
კი,ნამდვილად შეიძლება ითქვას,რომ თანამედროვე ეტაპზე ფეხბურთის ჭეშმარიტ არსს,მის სილამაზესა და სირთულეს,ჰაეროვნებასა და შემოქმედებითობას,შერწყმულს სიმძლავრესა და უზარმაზარ ფიზიკურ თავგანწირულობასთან,ყველაზე გამოკვეთილად,დიდის ბრწყინვალებითა და მეტიც,გენიალურობით,სწორედ ლეგენდარული ლეო მესი განასახიერებს!ვუსურვოთ მას თავისი დიდებული კარიერისათვის საჩემპიონო გვირგვინის დადგმით კარიერის სამარადჟამო უკვდავყოფა!
კოლხიდელი
12 დეკემბერი 2022 19:02
1
Martals ambobs valdano. Fexburti da mesi ertidaigivea.
Gia
12 დეკემბერი 2022 18:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული