ლინეკერმა იკითხა - კიდევ საკამათოა, ვინაა უდიადესი? მორგანმა უპასუხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის 3:0 დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესი შეაქო და ჟურნალისტ პირს მორგანს შეეკამათა.

"თქვენ კიდევ კამათობთ? ვკითხულობ უდიადესზე".

მორგანმა, რომელმაც რონალდოსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სწრაფად უპასუხა: "საკამათო არაა. ეს რონალდოა".

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა: "არასოდეს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ. დაე, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოუდგეს და ტაში დაუკრას ყველაფრისთვის, რაც ამ ბიჭმა ფეხბურთისთვის გააკეთა. გამაოგნებელია, ჩემო მეგობარო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესიმაც და რონალდომაც ეპოქა შექმნეს.ერთობლივადაც და ცალცალკე აღებულებმაც.ფეხბურთელი, 15 წელი და კიდევ მეტი ხანი,სუპერვარსკვლავის დონეზე რომ თამაშობს,ამდენ გოლს გაიტანს და ამდენჯერ რომ მსოფლიოში საუკეთესო ხდება,დიადია,აბა რა არის?ვის ვინ ურჩევნია,ეგ უკვე გემოვნების საკითხია,მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს,ამ ორივე გიგანტს,დააფასებს და შეიყვარებს.ვისურვოთ,რომ კიდევ დიდხანს ითამაშონ.ჩვენ კი ვუყუროთ და დავტკბეთ,დიდი ფეხბურთის ცქერით.გარწმუნებთ,ეს კარგი რჩევაა!
სოსო
17:47 15-12-2022
0
ლეო მსოფლიო თასსაც ასწევს და მერვე ოქროს ბურთსაც! ეს იქნება მისი კარიერის შესაბამისი გვირგვინი!
Guriec
23:13 14-12-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული