მესი VS მბაპე - ლეომ ფინალში მეორედ წაგება არ უნდა დაუშვას!..

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა - არგენტინის ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ...

ასაკის მატებას ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება ჰქონდეს, თუკი მას სწორად გამოიყენებ - იცი, რომ მიზნების შესასრულებლად თუ საყვარელი ადამიანებისა და საქმისთვის უფრო ცოტა დრო გრჩება, რის გამოც მეტად უნდა დაიხარჯო, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე მანამდე აკეთებდი. სპორტშიც ასეა - შეიძლება დაკარგო სისწრაფე, ძველებურად ვეღარ ხედავდე და დაღლილობას უფრო "დაუმეგობრდე", თუმცა, როცა სანუკვარი მიზანი ჯერ კიდევ ასასრულებელია, საკუთარ თავზე მაღლა უნდა ახტე...

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონობაზე უარს არავინ იტყვის, ისიც
კი, ვისაც ამის თითქოს, ნაკლები შანსი აქვს. ლეო მესის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ის, მოედანზე ჩადენილი სასწაულების მიუხედავად, ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ემოციებით, ოცნებებითა და თუნდაც, ეგოიზმით. მესის გოლებით, ტიტულებითა და გულშემატკივართა ოვაციებით ვერ გააკვირვებ. რაც ახლა მას სჭირდება, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია. იქნებ ამით მისი სიდიადე არც განისაზღვრებოდეს, მაგრამ თუკი თავად ასე არ მიაჩნია და კარიერის მიწურულს ისტორიაში მთლიანად ოქროს ასოებით დარჩენა სურს?!

ლიონელი მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს. ადრე მესის ერთი პრობლემა ჰქონდა, მისი "ბარსელონა" "ათიანთან" ერთად "დაფრინავდა", ის კი ნაკრებში თითქოს ასეთი არ იყო. განა რამეს აკლებდა, უბრალოდ ყველაფერი ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა. ამ გადასახედიდან, იქნებ რაღაც პრობლემა მართლაც არსებობდა, ასეთი მონდომებული მესი, როგორც ახლაა, მისი დიდების წლებშიც კი იშვიათად გვინახავს. მზადაა, თავი ბოლომდე გადადოს, გააკეთოს ყველაფერი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა არის თუ არა, ბოლომდე იყოს ჩართული თითოეულ დეტალში, დააკვირდეს, რას ამბობენ მასსა და მის თანაგუნდელებზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ პრესკონფერენციაზე. ასეთ ლეოს ერთი ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი...

Sportall.Ge

ღირსეული მოწინააღმდეგის ცრემლებიც უნდა გთრგუნავდეს და სიხარულის გამზიარებელი იყო. ლიონელ მესი მუნდიალის მეორე ფინალშიც რომ დამარცხდეს, ეს იმდენად დიდი სევდა იქნება, შეუძლებელია, გულთან უშუალო მოწინააღმდეგეებმაც კი არ მიიტანონ. ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება, ისეთი მძიმე, რომ მას მხოლოდ არგენტინელები არ განიცდიან. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა თავად უნდა შეძლონ და ბედნიერებას ეზიარონ. ამ შემთხვევაშიც, ლეოს სიხარულსაც მეტი გაიზიარებს, ვიდრე მხოლოდ მისი გულშემატკივრებია.

თანაგუნდელები ვახსენეთ და ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან. თუკი თავიდან ისე ჩანდა, წარმატება მხოლოდ მონდომებით წარმოედგინათ, ახლა გუნდი გაცილებით კარგ ფორმაში შევიდა, ერთიანი გახდა და როგორც თავის დაცვა, ასე შეტევა მაღალორგანიზებულად მიმდინარეობს.

Sportall.Ge

ზოგჯერ იქნებ უსამართლობაც კია, რა დიდიც უნდა იყოს, როცა საქმე ნაკრებს ეხება, მხოლოდ ერთ ადამიანზე ისაუბრო. თუმცა ამას, ალბათ, ყველა გაიგებს - მეკარე ემილიანო მარტინესიც, ანხელ დი მარიაც, რომელსაც ტრავმამ ახლა ბევრი დააკარგვინა; როდრიგო დე პაულიც, ძალიან ბევრს რომ შრომობს და მოძრაობს თუ ხულიან ალვარესიც, რომელიც პეპ გვარდიოლას "სიტიში" შემთხვევით რომ ვერ მოხვდებოდა, ყველა დაარწმუნა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში მეტოქე მართლაც სერიოზულია. საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპეს ლიდერობით სურს, ისტორიაში მესამე (იტალიისა და ბრაზილიის შემდეგ) გახდეს, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. დიდიე დეშამის გუნდი ისევ სერიოზული ძალაა. მესი კარიერაში იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ - ზეიმი თუ დიდი, ძალიან დიდი ტკივილი.

alt"რით ავხსნი ფინალში გასვლას? ამაზე ერთადერთი პასუხი ლიონელ მესია - არგენტინელი ქომაგები ნახევარფინალში გამარჯვებას ზეიმობენ [VIDEO]

altმესი ყველაფერს გააკეთებს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს - თემურ ქეცბაია

alt"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

მკითხველის კომენტარები / 34 /
რა აქ თუ ძმა ხარ სატკივარი კარგით, რა ხალხი ავადმყოფობით, შიმშილით იხოცება, ეგაა ტკივილი, ჩამოხჩობა, რომ მიუსაჯეს ირანელ ფეხბურთელს ეგაა ტკივილი. თუ მოიგებს მესი მსოფლიოს ეკუთვნის და ღმერთმა ხელი მოუმართოს თუ ვერა და მაგითაც არაფერი დააკლდება მის სიდიადეს. არ იცით რა რაა ტკივილი და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინონ.
ggg
14 დეკემბერი 2022 13:57
5
,,დედას ვფიცავარ ადამიანი თუ იყოს მესი. არარსებობს სიტყვები რითაც აღვწერ ამ მოვლენას. ფეხბურთი არის მესი. შეგვიძლია ოფიციალურად მესი დავარქვათ ამ სპორტს. არ მჯერა ისეთ რაღაცეებს აკეთებს. ერთი თამაშიც და ყველანაირი კითხვა გაქრება. უკვე ყვეკაფერი ცხადია მესიმ ფეხბურთი დახურა ყველანაირი მნიშვნელობით. მადლობა ღმერთო რომ მას ვუყურებ,,.

იმედი მაქვს , რომ პატარა ბიჭის დაწერილია და მალე მიწაზე დაეშვება. უბრალოდ, ფანატიზმის ძალიან მძიმე შემთხვევაა
:((((((
14 დეკემბერი 2022 18:10
7
ეს არ არის არც გუნდი, არც ნაკრები და არც ქვეყანა. ეს არის ერთი დიდი სექტა! ფეხბურთელი რომელიც ამბობს რომ მესისთვის უფრო ვთამაშობ ვიდრე ჩემი ქვეყნისთვისო იმას რაზე უნდა ელაპარაკო. როცა მსოფლიო ჩემპიონატია იქ შენი ქვეყანა უნდა ასახელინდა არა რომელიმე პიროვნება. კემპესმა რომ მოიგო მსოფლიო, მერე მარადონამ, იქ არავის უთქვამს რომ ვინმესთვის თამაშობდნენ. თამაშობდნენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის.
მურთო
14 დეკემბერი 2022 14:21
60
როგორ გეტყობა "ამაშიების სექტიდან", რომ ხარ? გულზე, რომ სკდებით მესის კაი თამაშით, ამის გამოა, რომ ბოდავთ?
ბოღმისტა, ნურთოსნაირ სირიკოებს.
14 დეკემბერი 2022 19:17
5
მაგას მისი უდიდებულესობა ფეხბურთი ლოგიკურად უპასუხებს
@@
14 დეკემბერი 2022 17:47
0
ყველა გამოხმაურება
ათი მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს ნანახი, წლევანდელი არის ყველაზე ბანძი მსოფლიო ჩემპიონატი.
მამუკა
14 დეკემბერი 2022 18:37
20
აუ არაააა! კორეა- იაპონია იყო საშინელება. ეს ვერ შეედრება
:D :D
14 დეკემბერი 2022 20:12
0
ისე მეუბნევი შენი ნაკრები მოისროლესო თითქოს ერთი 30 წლის ნაცნობები ვართ))) უეჭველი მესის ქომაგი მწერ ამას, შენ ალბათ მაშინ პროექტშიც არ იყავი მე როცა არგენტინას ვქომაგობდი, მესის ქომაგები როგორ ხართ იცი, ხცალ მესიმ ნიკარაგუაში რომ ითამაშოს, ნიკარაგუის ქომაგები გახდებით, მაგრამ მე ისევ არგენტინას ვუქომაგებ. ხვდები განსხვავებას ფეხბურთის ქომაგს და სექტანტს შორის?
მამუკა
14 დეკემბერი 2022 21:33
3
ყველა გამოხმაურება
რა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
არდილეს
14 დეკემბერი 2022 13:29
16
ჰელლილუია
ჯონი ტაპია
14 დეკემბერი 2022 16:53
2
1. არგენტინა
2. საფრანგეთი
3. მაროკო
4. ხორვატია
07
15 დეკემბერი 2022 10:33
6
1საფრანგეთი
2არგენტინა
3მაროკო
4ხორვატია
swori
15 დეკემბერი 2022 12:14
11
ჩემი აზრით ,წლევანდელ ჩემპიონატზე უკეთ იმიტომ გამოიყურება, რომ თამაშები შემოდგომა -ზამთარში ტარდება,როცა ფეხბურთელი, სეზონისთვის, საუკეთესო ფორმაში შედის,ხოლო ზაფხულის ჩემპიონატებს უკვე ,, გადამწვარი,, ხვდებოდა ,იმდენი თამაშის ჩატარება უხდებოდა შემოდგომა-გაზაფხულზე!
dima
14 დეკემბერი 2022 13:55
3
2030 წლამდე დარჩენილია 8 წელი, ეს საკმაოდ ცოტა დროა, ამიტომ ვფიქრობ საფრნაგეთს მოუწევს 2040 წლამდე მოცდა სანამ მესამეჯერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. რაც შეეხება არგენტინას და მის ლიდერს, პელესა და მარადონას შემდგომი ეპოქის ფეხბურთის მეფესა და მოკაშკაშე ვარსკვლავს - ლიონელ მესის იგი რამოდენიმე დღეში გახდება სრულიად დამსახურებულად მსოფლიოს ჩემპიონი.
07
15 დეკემბერი 2022 17:10
8
კარგიააა
გიორგი არგენტინა
14 დეკემბერი 2022 13:18
2
მესი ფინალის შემდეგ ამდენ დარდს და სევდას ვერ გაუძლებს და გალოთდება.
მესხი
15 დეკემბერი 2022 17:32
7
ჰა ჰა ჰა

საფრანგეთი - არგენტინა

1 - 3
07
15 დეკემბერი 2022 19:00
3
მესის ეგ ყველაფერი გავლილი აქვს და დასაკარგი არაფერი არა აქვს. 7 ოქროს ბურთი აქვს ბოლო ბოლო შეეძლო წასულიყო საერთოდ ფეხბურთიდან
7-5
15 დეკემბერი 2022 23:53
0
სიმახინჯე იქნება მაროკოს ფინალი
გია
14 დეკემბერი 2022 21:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული