საფრანგეთმა მაროკოს მოუგო - დიდი ფინალი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და მეოთხედ გავიდა ფინალში.

უკვე დებიუტში თ. ერნანდესმა ფრანგები დააწინაურა, რამაც მაროკოელებს სტრატეგიის შეცვლა, შეტევებზე გადასვლა აიძულა და უნაის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე ლორისმა მოიგერია. შემდეგ ჟირუ თავის მეურვე საისს გაექცა და ბურთი ძელს გაარტყა. ცხადი შეიქნა, რომ საისი თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა და ამალამ შეცვალა. მატჩი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ჯერ ჟირუმ ისევ ვერ გამოიყენა შანსი, მერე კი ელ იამიკმა „მაკრატელათი“ დაარტყა და დეშამის გუნდი ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმში ტემპმა კიდევ უფრო
მოიმატა, შეხვედრა კიდევ უფრო ლამაზი სანახავი გახდა, არაბულმა გუნდმა ზეწოლა გაზარდა, მბაპეს ორი სწრაფი კონტრიერიში უშედეგოდ დასრულდა და თან კინაღამ დაშავდა, როდესაც ამრაბატმა ბურთი ვარდნაში აართვა. მაროკოელები ფლანგებიდან აგრესიულად მიიწევდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში და უხეშობასაც არ ერიდებოდნენ. სადღაც 70-ე წუთისთვის მაროკოელთა შეტევები დაცხრა, ფრანგებმა ვიზავის ნახევარზე აიწიეს, მათ რიგებში ჟირუს ნაცვლად შეცვლაზე შესული ტიურამი აქტიურობდა. მეორე გოლი კი ბონოს კარში შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა და საფრანგეთმა გაიმარჯვა.

18 დეკემბერს, ფინალში საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება. 17 დეკემბერს მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მაროკო და ხორვატია შეხვდებიან.

. თ. ერნანდესმა ნახევარფინალებში 1958 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
. ლორისმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-19 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეთა შორის ნოიერის რეკორდი გაიმეორა.
. მაროკომ მოწინააღმდეგისგან ამ ტურნირზე პირველად გაუშვა გოლი - აქამდე ავტოგოლი იყო.
. გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ზედიზედ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ფრანგების რეკორდია.
. საფრანგეთის ნაკრებიდან ნახევარფინალებში ექვსიდან ოთხი გოლი მცველებმა გაიტანეს.
. კოლო მუანიმ შეცვლაზე შესვლის მერე 44-ე წამზე გაიტანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე შედეგია.
. საფრანგეთი მეექვსე ნაკრებია, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.
. მაროკოელი ენ ნესირი 66 წუთის განმავლობაში ბურთს სამჯერ შეეხო და ანტირეკორდი დაამყარა.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 68 294 მაყურებელი
საფრანგეთი - მაროკო 2:0
გოლები: 1:0 თ. ერნანდესი (5), 2:0 კოლო მუანი (79)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძირს ქონდრინიო გაუმარჯოს მბაპეს
juve
15 დეკემბერი 2022 01:01
48
ტრანსგენდერის საყვარელი, როგორ უნდა ამჯობინო კაცმა მესის? ტფუ
ეეე
15 დეკემბერი 2022 01:16
39
არგენტინა როგორც ნაცია ისევე როგორც ურუგვაი არ არსებობს არგენტინის მოსახლეობის 90 % ან ესპანელი ან იტალიელი ემიგრანტების შთამომავლობაა საფრანგეთი კი ევროპული ცივილიზაციის ამასთანავე მსოფლიოს ერთერთი აკვანია.
Kaptain Esgeso
15 დეკემბერი 2022 03:07
22
შეგიძლიათ, ერის განმარტება დაწეროთ?
მიშა
15 დეკემბერი 2022 10:07
34
ძირს გადაგვარებული ყოფილი ერი, გაუმარჯოს არგენტინას.
რრრ
15 დეკემბერი 2022 01:15
68
და არგენტინელი ერი-არსებობს (?!),აბა მის ისტორიას გაეცანით...
კახაბერი
15 დეკემბერი 2022 01:31
9
ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და მესის ქონდრის კაცი ეძახო ან კრისტიანოს ტრანსგენდერი. ჩემთვის უფრო მოხდენილად კრისტიანო თამაშობდა თავისი ათლეტური აღნაგობით, ამოტომ ვაყენებდი უფრო წინ. ამ ბოლო დროინდელმა გადასკუპება გადმოსკუპებამ გუნდებიდან და კომფლიქტები, დააბოლოვა მუნდიალმა. ვინ სად არის კი ვნახეთ. ჩემთვის ისიც მიუღებელია, ასეთმა დიდმა ფეხბურთელმა როგორიც კრისტიანოა ვითომ თმებზე შეხებით მსოფლიოზე გოლი მიისაკუთროს. სექტაში არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ მესი დარჩება ჩემთვის კრისტიანოზე მაღლა. ვუსურვებ მსოფლიოს მოგებას მესი ამას იმსახურებს დიდი ხანია.
G.LA
15 დეკემბერი 2022 08:46
2
და ფრანგები დღეს რამდენი პროცენტი არიან ნატური სისხლით თავიანთ სამშობლოში
ზაკო
15 დეკემბერი 2022 05:12
37
და არგენტინელი საერთოდ რო არ არსებობს? ყველა იტალიელი და ესპანელი ემიგრანტის შთამომავალია. მესის ბაბუაა ჩასული იტალიიდან როგორც რიგითი ემიგრანტი. რა ვქნათ? არ ვათამაშოთ?
მეგრელი
15 დეკემბერი 2022 11:35
3
ამ იდიოტობების წერას თავი დაანებეთ რა. ჯერ ერთი საფრანგეთი კოლონიალური იმპერია იყო. მეორეც უკეთესი ცხოვრების იმედით უამრავი ემიგრანტია ჩასული და მათი შთამომავლები არიან შავკანიანი ფრანგი ფეხბურთელები, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ და საფრანგეთმა მისცა მათ იმის შესაძლებლობა რომ დიდი ფეხბურთელები გახდნენ. ასე რომ ისეთივე უფლება აქვთ მათ ითამაშონ ეროვნულ ნაკრებში და ისეთივე ფრანგები არიან როგორც ჟირუ და ლორისი. რომ არა საფრანგეთი, მბაპე და ბენზემა სადღაც უდაბნოში იჯირითებდნენ აქლემებზე.
ჯუანშერი
15 დეკემბერი 2022 11:06
2
ყველა გამოხმაურება
ასეთი კატასტროფული მსაჯობა არცერთ ჩემპიონატზე არ ყოფილა
SOS
15 დეკემბერი 2022 01:18
6
შენ 2002 წლის მუნდიალის მსაჯობა უნდა გენახა, რაც პორტუგალიას, იტალიას და ესპანეთს უქნეს.
ირაკლი
15 დეკემბერი 2022 11:32
0
მსაჯს ნაკლებ ყვითელზე ქონდა დადებული.
ball
15 დეკემბერი 2022 01:13
0
ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ საფრანგეთი უკეთესი გუნდი რომ არის მემგონი თვით არგენტინის ქომაგებიც კი აღიარებენ. არგენტინა ერთი კაცის იმედზეა, საფრანგეთს გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. ამიტომაც მგონია რომ ჩემპიონი გახდება. უმიტესობას აქ მესის ჩემპიონობა უნდათ, სურვილი კარგია და საკმარისი.))მე მაგალითად მბაპეს ფრენას ველოდები 18ში.დღეს ვერ იყო ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო. ასევე მესიც ვერ იქნება ისეთი როგორიც ხორვატებთან იყო. ეს ჩემი აზრია. პასუხად თქვენს აზრს ნუ მომახვევთ
დავით 67
15 დეკემბერი 2022 05:02
14
ძაან მაგარი გუნდი ყოფილა მაროკო. ყველაფერი შეძლებიათ! რაც შეეხება ფინალს რა თქმა უნდა საფრანგეთი მოიგებს
დავით 67
15 დეკემბერი 2022 04:35
16
1)არგენტინა
2)საფრანგეთი
3მაროკო
ბაბუაწვერა
15 დეკემბერი 2022 09:06
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული