მბაპეს დუბლი - საფრანგეთი ევრო 2024-ზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, B ჯგუფში საფრანგეთმა გასვლაზე ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ფინალური ტურნირის საგზური ვადამდე მოიპოვა.

მბაპემ დუბლი შეასრულა, ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 42 გოლია, ამ მაჩვენებლით მიშელ პლატინის გაასწრო და მხოლოდ ანტუან გრიზმანს (44), ტიერი ანრის (51) და ოლივიე ჟირუს (54) ჩამორჩება.

საფრანგეთმა ტურნირზე ექვსივე მატჩი მოიგო და 18 ნოემბერს გიბრალტარს უმასპინძლებს. ნიდერლანდები კი 9 ქულით მესამე ადგილზეა და 16 ოქტომბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს დუბლინში ირლანდიას 2:0 სძლია და 12 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ამსტერდამი.
„იოჰან კრუიფ არენა“

ნიდერლანდები - საფრანგეთი 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (7), 0:2 მბაპე (53), 2:1 ჰარტმანი (83)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუმერო უნოა მსოფლიოში.კლუბსაც თუ გამოიცვლის ოქროს ბურთსაც მოიგებს
BOSS
13:42 14-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული