"გთხოვთ, შეწყვიტეთ, მძიმე მდგომარეობაშია" - 9 წლის გოგონას დედა განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
მუნდიალის მეოთხედფინალში პორტუგალიისა და მაროკოს შეხვედრის შემდეგ (0:1) სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ერთი პატარა გოგოს ვიდეო, რომელიც საკუთარი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კრიშტიანო რონალდოზე ხუმრობს.

"პორტუგალიის აეროპორტი ამ გზაზეა (თითით აჩვენებს). და სად არის რონალდო? საკუთარ მანქანაში ტირის ალბათ, საწყალი რონალდო".

ამ სიტყვების შემდეგ კრიშტიანოს მხარდამჭერებისგან და არამხოლოდ მათგან პატარა გოგონას თავს კრიტიკა და ბულინგი დაატყდა, რის გამოც ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ამ ამბავზე მისმა დედამ ისაუბრა და ქომაგებს გაჩერებისკენ მოუწოდა:

"მოგესალმებით, მე იმ პატარა გოგონას დედა ვარ, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ვიდეოს
ჩაწერის შემდეგ პოპულარული გახდა. პირველ რიგში, ჩემი ინგლისურისთვის ბოდიშს მოგიხდით. მინდა გითხრათ, რომ ის ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უარს ამბობს საუბარსა და ჭამაზე. გთხოვთ, გაჩერდით, მან ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის, ის უბრალოდ იმეორებდა იმას, რასაც გარშემომყოფებისგან ისმენდა, არ უნდოდა თქვენი პროვოცირება... ის 9 წლისაა, პატარა გოგონაა, რომელიც სოციალური ქსელიდან დიდ ზეწოლას იღებს, მსხვერპლია ერთი უნებლიე ხუმრობის... ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის, გთხოვთ, გაუფრთხილდით მის მენტალურ მდგომარეობას, მისი მეგობრებიც კი აბულინგებენ. გთხოვთ, აპატიეთ მას. ვწუხვარ, გთხოვთ, შეწყვიტეთ, გთხოვთ...".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგისმა დებილმა მშობლებმა ინტერნეტი გაუთიშონ ტელეფონში და მერე ვეღარ დააბულინგებენ !
zura222
16 დეკემბერი 2022 13:44
7
პორტუგალიამ საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და გავიდა 8 გუნდში. გასაგებია მაროკოსთან წააგო, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
11
16 დეკემბერი 2022 10:50
4
9 წლის ბავშვი თავისით ვერ ჩაწერდა მაგ ვიდეოს, უფროსებმა ჩააწერინეს, თუმცა ბავშვია და მისი დაცინვა არ შეიძლება, პატარაა ჯერ.
რეალისტი
16 დეკემბერი 2022 08:43
0
რონალდომ თავის გაიფარჩაკა ამ ჩემპზე და ახლა გინდა იტიროს და გინდა იცინოს. ფაქტი ფაქტია. პორტუგალია, თუ მაღალი კლასიის გუნდია, ასე უფერულად არ უნდა ეთამაშა
სიმართლე
15 დეკემბერი 2022 15:15
32
საიდან მოიტანე რომ გაიფარჩაკა. კრიშტიანუ ლეგენდაა. მწვრთნელმა უნდა იტიროს მაგ მათხოვარმა, რო არ იცის ვინ ათამაშოს ძირითადში
ცებო
15 დეკემბერი 2022 16:18
6
ფეიკია პორტუგალია ევროპაა და ევროპელები მაგას არ იკადრებდნენ.
w
15 დეკემბერი 2022 14:19
36

სიახლეები პოპულარული