ერთი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...

AutoSharing Option
ერთი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და ის გვაფიქრებს, ვნახავთ კი მათ ღირსეულ შემცვლელებს, ამ ტაქტიკურ ჭიდილსა და პრაგმატიზმზე გადართულ თანამედროვე ფეხბურთში? დასასრული ისეთი იყო, როგორიც ამ სევდის საბაბს შეშვენის - ლიონელ
მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...

Sportall.Ge

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი დიდი მოთამაშე ახსოვს და მათი გარკვეული დახარისხება იქნებ კარგი საქმე არც იყოს. ზოგიერთი ნაკლებად ტიტულოვანია, ვიღაც არასათანადოდ დაფასებული, თუმცა ვერ გავექცევით იმას, რომ საერთო შეთანხმებაც არსებობს. აქამდე ასეთი ორზეა - პელე და მარადონა. სიტუაცია მესამის დასახელებას მოითხოვს, თორემ ეს შეუძლებელია თვითმიზანი იყოს. ვინ არ მოუაზრებიათ მანდ - იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო, ბრაზილიელი თუ პორტუგალიელი რონალდო, თუმცა ყველაზე დიდი შანსი ყოველთვის მაინც ლიონელ მესის ჰქონდა. არგენტინელი "ათიანი" მთელი კარიერის განმავლობაში სხვა პლანეტაზეა. შესაძლოა, გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა ის გენიოსია, რომელსაც შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს, უსწრაფესი გადაწყვეტილება მიიღოს და შეასრულოს, რომლის გააზრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთულია და ვერც ერთი მწვრთნელიც მოიძებნება, რომელმაც შეიძლება ეს "ტვინში ჩაგიდოს". რა აკლდა მესის იქამდე, რომ პელესა და მარადონას გვერდით თამამად მოეხსენიებინათ? - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა. საკლუბო დონეზე, მან "ბარსელონას" ისტორიას ახალი სიცოცხლე შთაბერა - ჩემპიონთა ლიგაზე მისი უპირობო ლიდერობით სამჯერ გაიმარჯვა, მადრიდის "რეალთან" შთამბეჭდავი შედეგები დააფიქსირა, გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა საოცარ ნიშნულზე აიყვანა. რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, კოპა ამერიკა კი მოიგო, თუმცა მთავარი მიზანი ახლა კატარში შეასრულა.

Sportall.Ge

მესი მსოფლიო ჩემპიონობის გარეშეც გენიოსია, ამ ტიტულის შემდეგაც იქნება ბევრი საუბარი იმაზე, არის თუ არა თუნდაც თავის თანამედროვე კრიშტიანო რონალდოზე მეტი ან კილიან მბაპე უფრო დიდი ხომ არ გახდება, თუმცა ყველაზე დიდები რაღაც ზებუნებრივი ენერგიით დაჯილდოებულნი არიან, რაც მესის შემთხვევაში, ობიექტურად ყველაზე მეტი დოზითაა.

ლიონელ მესი კატარში იმაზე ემოციური იყო, ვიდრე გვინახავს. არადა, ის ამ სიდიადის მიუხედავად, მუდამ თავმდაბალია, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც აფასებენ. არავის უნახავს ლეოს სკანდალები, არც პაპარაცების ობიექტი ყოფილა. მესის ძალიან აქტიური გულშემატკივარი მეუღლე ჰყავს, რომელიც მის ყოველ მატჩს ესწრება, 3 შვილი; არგენტინელთა "ათიანის" ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იძებნება, თუ რამდენად დიდ დროს უთმობს ოჯახს, შვილებს, მათი ინტერესების გათვალისწინებას...

Sportall.Ge

მესის გაჩემპიონებას "ბარსელონამ" განსაკუთრებული პოსტები მიუძღვნა. ის მათი სიმბოლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერას ახლა სხვაგან აგრძელებს. ვისი ბრალიც უნდა იყოს ეს ამბავი, არასასიამოვნოა. მესის თითქოს მხოლოდ ორ გუნდში უნდა ეთამაშა, "ბარსელონა" მისთვის მეორე სამშობლო იყო, სადაც ყველაფერი გააკეთეს, ლეოს საკუთარი უნარები სრულად გამოემჟღავნებინა...

მესი ძალიან მებრძოლ და ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ნაკრებში რჩება. მან შესაძლო წასვლა მოტივაციისთვის გამოიყენა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაში მისთვის სხვა პატივია. აქამდეც, რამდენჯერმე განაწყენდა, უფრო საკუთარ თავს გაუბრაზდა, წავიდა, საბოლოოდ კი დიდებული სანაკრებო პერიოდი დაუდგა, რასაც საკლუბოზე ვერ ვიტყვით.

შევხვდებით 2026 წელს, იმედია, საქართველოს ნაკრებთან ერთად!

altმესი დიდების მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

altასე აღნიშნეს ჩემპიონობა ბუენოს-აირესში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა თქმა უნდა მესის სრულფასოვნად შეუძლია პელეს და მარადონას გვერდით დგომა. აქ ორი აზრი არ არსებობს.
სხვა საკითხია მესი თუ მარადონა, და ჩემი მოკრძალებული აზრით მესი, რატომ? იმიტომ რომ:
1. თუ ტიტულებით ვიმსჯელებთ მესის ერთადერთი მოსფლიო ჩემპიონობით ჩამოუვარდებოდა მარადონას და ახლა ესეც არ არის. საკლუბო ტიტულებით კი მარადონა ახლოს ვერ მივა მესისთან;
2. მესის კარიერის ხანგრძლივობა, გოლები, თამაშის სტილი,მე ვფიქრობ შესამჩნევად აღემატება მარადონისას;
3. ფეხბურთი პირველ რიგში მაინც სპორტია, და როგორც სამაგალითო სპორცმენი, მისაბაძი მაგალითი ახალი თაობისათვის მარადონა მესისთან ახლოსაც ვერ მოვა;
4. მესი - თავმდაბალი ადამიანი, კარგი მეოჯახე, არასდროს გახვეულა სკანდალებში, ღირესეულად იღებდა დამარცხებასად და გამარჯვებასაც, რისგანაც სამწუხაროდ მარადონა მეტისმეტად შორს იყო.
კიდევ შეიძლება გაგრძლება, ხოდა რა თქმა უნდა მესი!
Irakli
19 დეკემბერი 2022 15:54
13
პატივისცემა პელესაც და მარადონასაც მაგრამ მორჩა. მესიმ ფეხბურთი დახურა. აი კინო რო მორჩები და სუბტიტრები რო ამოდის ბოლოს ისეთი მომენტია. ფეხბურთს 1 ღმერთი ყავს და ეს არის მესი. მერვე ოქროს ბურთსაც მოიგებს და მორჩება ამით ეს დაუჯერებელი 17 წლიანი თავგადასავალი. გუშინ ყველა კითხვის დასმას აზრი დაეკარგა.
ქართველი
19 დეკემბერი 2022 17:24
5
გაჩუმდი მაინც. ეს ისეთია სპილო რომ შეადარო თაგვს წონაში. აქ ფეხბურთელზეა ლაპარაკი, თორემ დიმიტრი გელოვანზე კი არა. რა შუაშია აქ მეოჯახეობა. ან თუნდაც გადასახადების დამალვა. პელეს სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიო. მესი მის გვერდით უნდა დააყენო ? თუ მაგ ლოგიკით ხელმძღვანელობ? შენი არ ვიცი და აქ ერთი მეკამათებოდა მე იმ წელს დავიბადე როცა მარადონა ჩემპიონი გახდაო და არ მინახავს მისი თამაშებიო,მაგრამ მესი სჯობიაო)) ინტერნეტში უამრავი ვიდეო მარადონაზე და ნახვაც არ უნდა ზოგს
დავით 67
19 დეკემბერი 2022 16:07
14
ყველა გამოხმაურება
სიმართლე გითხრათ მეც არგენტინის და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის მესის ქომაგობით, ისე ვარ დაცლილი ემოციებისგან, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზზე თუ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. გუშინ სულ დამამშვიდებელი წამლებით ვუყურებდი ფინალს (გადარეულ ფანებს რა დაგვამშვიდებს?) და არ მეგონა ბოლო წუთებზე თუ გადავრჩებოდი ისე მიცემდა გული. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფრი მშვიდობით დამთავრდა!
გია
19 დეკემბერი 2022 14:25
6
Aregentineli xar?
Lasha
19 დეკემბერი 2022 16:45
2
არა ბიჭო,ხახოლი!(((
ლაშა-ს
20 დეკემბერი 2022 01:35
4
ფეხბურთის მეფე იყო, არის და იქნება მისი უდიდესობულება, განუმეორებელი პელე!!! ვულოცავ არგენტინას ჩემპიონობას!!!
tngh
19 დეკემბერი 2022 15:43
23
მესი რომ დიდი ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანია,ამაზე კამათი კი არ ღირს.
ცალკე მინდა ავღნიშნო, რომ კატარის ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა კიდევ იმით, რომ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ სპორტული ფორმის მწვერვალზე.ყველგან ეროვნული ჩემპიონატების შუაგულში ფეხბურთელები მრავალგზის უკეთესად გამოიყურებოდნენ ვიდრე ტრადიციულად ზაფხულში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების დროს, როცა ეროვნულ ლიგებში სეზონი დამთავრებული არის და ფეხბურთელები გადაღლილები არიან
თემო
19 დეკემბერი 2022 22:25
0
საინფორმაციო უზრუნველყოფა (ვიდეომასალა) - ერთერთი უმთავრესი ფაქტორი ფეხბურთელის შეფასებაში, შეუძლებელია ამით მოხდეს პელეს და თანამედროვე ფეხბურთელების დონის შედარება. მარადონა რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მენოტის ჰკითხეს - არის თუ არა უკვე მარადონა პელეზე დიდი. მენოტი - პელეს დონის რომ გახდეს, ჯერ 1000 გოლი უნდა გაიტანოსო. ცოტა პერიფრაზირებას თუ მოვახდენ - პელე სამგზის მსოფლიო ჩემპიონია და 1970 წ ნაკრებშიც წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელების ფონზეც კი (გერსონი, ტოსტაო, რიველინო, კლოდოალდო, ჟაირზინიო) დიადი იყო. მესი უდიდესია, მაგრამ ერთგზისაა და დღევანდელი არგენტინის ნაკრების ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ზემოთჩამოთვლილ ბრაზილიელებთან ახლოსაც ვერ მივა
ზურა
19 დეკემბერი 2022 16:14
27
დიახ ბატონო და მით უფრო დასაფასებელია საშუალო რანგის თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიოს მოგება :)
ადამიანი
19 დეკემბერი 2022 18:52
2
ბატონო ზურაბ,
ყველა მედალს ორი მხარე აქვს. რათქმაუნდა ძნელია დიდების გვერდით დიდად გამოჩნდე და პელემ ეს შეძლო, მაგრამ ორ მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას
1. 1962 წლის ჩემპიონატი გარინჩამ მოიგო (ასეა აღიარებული თორემ მე პირადად კრუიფის თამაშიც არ მინახავს)
2. მესის გვერდით თქვენი დასახელებული ხუთეულიდან ერთი მაინც რომ ყოლოდა გვერდით, ეჭვი მაქვს არც ფრანგებს დაადგებოდათ კარგი დღე და არც 2014 წლის ფინალს წააგებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას მარადონაზე და 1990 წლის ფინალზე.

ზოგადად კი მგონია, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ეს დიდებული ფეხბურთელები ერთმანეთს ვადაროთ. ვიყოთ კმაყოფილი იმითი, რომ მათი თამაში ზოგმა ტელევიზორით და უფრო ბედნიერებმა ცოცხლად ნახეს.
ოთარი
19 დეკემბერი 2022 21:28
2
კვარაცხელია არ მოგაწყენთ!
levani
19 დეკემბერი 2022 21:18
2
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ვინ რამდენი ტიტული მოიგო და ვინ ვის გვერდზე თამაშობდა, მე ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებდი ბურთის ორი ჯადოქარიდან მარადონა და რონალდინიოსგან. რომ შევადაროთ მარადონასა და მესის დრიბლინგები, ხომ ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ მარადონა თავისი ჰაბიტუსით ბურთთან უფრო ლამაზი და ეფექტური მეჩვენება, ვიდრე მესი. რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად და თავისებურად აღიქვავს ფეხბურთის სილამაზეს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია
GEO
17 დეკემბერი 2023 15:21
1
დაგუგლე ძმაო მესის 20 საუკეთესო გოლი, მერე ასისტი და მერე დრიბლინგი. მერე იგივე გააკეთე მარადონაზე. და დაინახავ რომ მესი ჯობია და საგრძნობლადაც.
არტ
11 იანვარი 2024 11:30
0
მესი, პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ის თავადაა ფეხბურთი...
გელა
29 დეკემბერი 2022 23:53
0
Mesi maradonaze titulovania da riti iyo Maradona meti? Aset asakshi msoflios ro moigeb da aseti aqtiuri iqneb ar vici eg vinmem shedzlos.
Gia
19 დეკემბერი 2022 16:44
2
მარადონა მაინც მეტია
მარადონამ ნაპოლიც თვითონ შექმნა და ნაკრებიც. ორივეგან ნოლიდან დაიწყო
მესის ბარსელონაშიც ძლიერი ხალხი ყავდა და ნაკრებშიც. მარადონა კი ერთი იყო, ერთი....
და ნაპოლის რის მოგებაც შეიძლებოდა ყველაფერი მოაგებინა
კახელი პაპა
28 დეკემბერი 2022 21:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული