მუნდიალი ყოველ 3 წელში ერთხელ? - ფიფა ცვლილებებზე მუშაობს

AutoSharing Option
dailymail-ის ინფორმაციით, შესაძლოა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 4-ის ნაცვლად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს.

ფიფა ძალიან კმაყოფილია იმ შემოსავლით, რომელიც 2022 წლის მუნდიალმა მოიტანა.

ორგანიზაციამ შეძლო 6,2 მილიარდი ფუნტის გამომუშავება, ეს კი 2018 წელთან შედარებით 840 მილიონით მეტია.

მსოფლიოს საფეხბურთო ორგანოს მმართველ ჯანი ინფანტინოს მიზანია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატი 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს და ფიფა ამ საკითზე მუშაობს.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, ცვლილებები ძალაში 2030 წლიდან შევა, რადგან მოლაპარაკებები საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარზე მომავალი წლებისთვის თითქმის დასრულებულია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დააოკეთ ვინმემ ეს სლიპინა, თორემ მალე მსოფლიო ჩემპიონატს ინტერტოტოს რანგში გაიყვანს.
ეეე
20 დეკემბერი 2022 18:53
5
ამათ მთლად გაუბერეს. ჯერ 48 გუნდიანი ჩემპიონატი რა უნდა იყოს, მერე ყოველ 3 წელში ჩატარება რა ამბავია? ვეროპის ჩემპიონატი უეფამ გააუქმოს? რაღაც საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატზე ლაპარაკობენ ალ ნასრები, ალ ჟაზირების მონაწილეობით და იდოტობის გულისათვის ჩემპიონთა ლიგას ვინ გააუქმებს? მილლიარდებით არის მაგათი თავები გამოჭედილი, ფეხბურთი და ფეხბურთელები საერთოდ არ აინტერესებთ. ესენი იმდენს იზავენ ფიფას დაშლიან მალე.
G.LA
20 დეკემბერი 2022 17:46
1
გატრუხდება ეგრე სანაკრებო ფეხბურთი. ისედაც ბევრი ტურნირია, კოპა, ევროპა, ახლა ეს ერთა ლიგა და ფინალისიმაო, სამ წელიწადში ერთხელ მუნდიალი ნიშნავს რომ ყოველ წელს რაღაც სანაკრებო მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება და გადაიწვებიან ეგრე ფეხბურთელები.

+ უსამართლობა იქნება ძველი ფეხბურთელებისთვის, ვინც 3-4 მსოფლიო ითამაშა მაქსიმუმ, ახლა მბაპესავით ვინმემ 18 წლისამ რო დაიწყოს 7 მსოფლიოს თამაში შეიძლება გამოუვიდეს
მეჰ
20 დეკემბერი 2022 17:04
2
ჰო ჰო მიდი კიდე ერთი თასი აჩუქე მესის
nn
20 დეკემბერი 2022 19:08
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული