მუნდიალი ყოველ 3 წელში ერთხელ? - ფიფა ცვლილებებზე მუშაობს

AutoSharing Option
dailymail-ის ინფორმაციით, შესაძლოა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 4-ის ნაცვლად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს.

ფიფა ძალიან კმაყოფილია იმ შემოსავლით, რომელიც 2022 წლის მუნდიალმა მოიტანა.

ორგანიზაციამ შეძლო 6,2 მილიარდი ფუნტის გამომუშავება, ეს კი 2018 წელთან შედარებით 840 მილიონით მეტია.

მსოფლიოს საფეხბურთო ორგანოს მმართველ ჯანი ინფანტინოს მიზანია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატი 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს და ფიფა ამ საკითზე მუშაობს.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, ცვლილებები ძალაში 2030 წლიდან შევა, რადგან მოლაპარაკებები საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარზე მომავალი წლებისთვის თითქმის დასრულებულია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო ჰო მიდი კიდე ერთი თასი აჩუქე მესის
23
დააოკეთ ვინმემ ეს სლიპინა, თორემ მალე მსოფლიო ჩემპიონატს ინტერტოტოს რანგში გაიყვანს.
ეეე
18:53 20-12-2022
5

სიახლეები პოპულარული