2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ჩემპიონობის აღნიშვნას აგრძელებს. მოთამაშეებმა ქალაქში თასთან ერთად ავტობუსით გაისეირნეს.
სოციალურ ქსელში "ალბისელესტეს" მეკარის, ემილიანო მარტინესის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ემილიანო ხელში კილიან მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინით გამოჩნდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა ფრანგ ვარსკვლავს დასცინა. მუნდიალის ფინალის შემდეგ მარტინესმა გასახდელში მბაპეს მისამართით იხუმრა, თანაგუნდელებს გამარჯვების აღნიშვნა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ...
ჰოლანდისთან ათი წუთი რომ დაუმატეს და 14 ათამაშეს?
ფინალში , ორი პენალტი,რომ დაუნიშნეს...კი მეორე 100% იყო,აი პირველზე კი შეეძლო არ მიეცა.
მეორე გოლის წინ მესის ბურთი ,რომ აართვეს,ხომ უბიძგეს...სასტვენი?
ბოლო წუთზე მეკარემ ,რომ ფანტასტიკური სეივი გააკეთა, მსაჯმა გააწევია ფეხი?
ფრანგმა,რომ არგენტინელს,რომ ზურგში უბიძგა და ერთი-ერთზე გასული წააქცია...რატომ არ დანიშნეს 11 მეტრიანი?
კაი რა...