ნაკრების თამაშის დროს, ღამის კლუბში ერთობოდა - დეშამს მბაპეს საქციელზე დაეკითხნენ

AutoSharing Option
RMC SPORT- ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ისრაელისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩის მიმდინარეობისას, "მამლების" ფორვარდი კილიან მბაპე სტოკჰოლმის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა.

Expressen-ზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ კილიანი შვედეთს პსჟ-ში მის ყოფილ თანაგუნდელ ნორდი მუკიელესთან ერთად ეწვია, ჯერ რესტორანში იმყოფებოდა, შემდეგ კი ღამის კლუბში, სადაც დაცვის განსაკუთრებული ზომები მიიღეს და დაცვამ მობილური ტელეფონი არავის შეატანინა.

მბაპეს მცირე ტრავმა აწუხებდა და საფრანგეთის ნაკრების შეკრებასაც ამ მიზეზით ტოვებს, რადგან მას ეხლა დასვენება ესაჭიროება.

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ფორვარდმა ფრანგებს შეუთვალა, რომ მხოლოდ მნიშვნელოვან
შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

მბაპეს ამ ამბის შესახებ ფრანგების მწვრთნელ დიდიე დეშამს დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ ის ახლა ნაკრებში არ არის და რაც მოესურვება, ის შეუძლია გააკეთოს და თანაც, თუ კლუბი ამის უფლებას აძლევს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან ცოტა ჭკუას თუ არ მოუხმო ესეც აზარის ბედს გაიზიარებს
მამუკა
23:36 14-10-2024
0
ესეც შენი რეალი!
ლაშა
18:26 14-10-2024
5

სიახლეები პოპულარული