ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს

AutoSharing Option
FIFA-მ ის სტადიონები დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით და ფინალურ მატჩებს უმასპინძლებს.

მომავალი მუნდიალის პირველი შეხვედრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში,  Azteca Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 83 264 ადამიანს იტევს.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა კი აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება, რომლის ტევადობაც 82 500-ია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შემთხვევით მაწვნის ქილა ხომ არ გაგტეხიათ ოცნებებში შესულს.
soso
05 თებერვალი 2024 21:49
9
მინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშოს ბრაზილიის წინააღმდეგ, და ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ საქართველომ იზეიმოს ისტორიული გამარჯვება!
თუ არ დაიჯერებ, ვერც მოიგებ. უნდა გჯეროდეს.
ქ. გ.
05 თებერვალი 2024 13:38
6
ჯერ ევროპაზე ვართ გასასვლელები.
მსოფლიოზე გასასვლელად კი მომავალი ერთა ლიგის გათამაშების(რომლის წილისყრაც ხუთშაბათს ჩატარდება) რანგით მეორე B ჯგუფში, მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება მოგვიწევს, რათა შემდეგ პლეიოფში, ძირითადი შესარჩევის მეორეადგილოსნებს შევხვდეთ 2026 წლის მსოფლიოზე გასასვლელად.
ასე რომ, ოცნება რომ რეალური გახდეს, ჯერ ეს ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი
ღუტუნა
05 თებერვალი 2024 14:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული