პსჟ-ის პრეზიდენტი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შევიძინეთ

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პარიზელთა ახალ ფეხბურთელად ნეიმარის პრეზენტაციის დროს ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენია.

"ჩემი აზრით, ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე შევიძინეთ", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ პრესკონფერენციაზე.

პსჟ-ის პრეზიდენტმა ფინანსურ ფეარ ფლეისთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "გამოსასყიდი თანხა "პარი სენ-ჟერმენმა" გადაიხადა და არა თავად ნეიმარმა. ყველაფერი ლეგალურად მოხდა. ვინც ფინანსურ ფეარ- ფლეიზე დარდობს, ვურჩევ, ყავა დალიოს. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ფინანსური ფეარ-ფლეის წესების შემოღების პირველივე დღიდან გამჭვირვალედ ვმუშაობთ".

- ნეიმარი: "ბარსელონა" ფულის გამო არ დამიტოვებია

ალ-ხელაიფის მიაჩნია, რომ
222 მილიონი ევრო ნეიმარისთვის ბევრი არაა და მეტიც, ბრაზილიელი გაცილებით მეტი ღირს: "ნეიმარის შეძენამდე "პარი სენ-ჟერმენი" მილიარდი ევრო ღირდა, ახლა კი კლუბის ფასი მილიარდნახევარია. დღეს ნეიმარი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მაგრამ ასე იქნება 2-3 წლის შემდეგაც? დარწმუნებული ვარ, ნეიმარის დახმარებით იმაზე მეტ ფულს გამოვიმუშავებთ, ვიდრე მასში გადავიხადეთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზარი არ არის, ათეულში ქაჩავს
ვაუ ვაუ
23:36 07-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული