საფრანგეთის ჩემპიონატზე "სტრასბურგისა" და "ლილის" მატჩისას სტუმართა კარში სამი სხვადასხვა მეკარე იდგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "ლილი" გასვლაზე "სტრასბურგს" შეხვდა და კარგა ხანს არ გაატანინა გოლი. შესაძლოა, არც გაეშვა, რომ არა მომხდარი ინციდენტი. კერძოდ, 63-ე წუთზე სტუმართა კიპერს მაიკ მენიანს შელაპარაკება მოუვიდა მასპინძელთა თავდამსხმელთან, რის შემდეგაც მას უკნიდან ბურთი თავში გაარტყა, მსაჯმა კი წითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

ვინაიდან "ლილის" მწვრთნელს მარსელო ბიელსას უკვე სამივე ცვლილება განხორციელებული ქონდა, იძულებული გახდა კარში ფორვარდი ნიკოლა დე პრევილი (ფოტოზე) ჩაეყენებინა, რომელმაც 74-ე წუთზე გოლი გაუშვა. ბიელსამ ვა-ბანკზე წასვლა და თამაშის გადარჩენა განიზრახა, დე პრევილი თავის
ადგილზე დააბრუნა, კარში კი მცველი იბრაჰიმ ამადუ ჩააყენა.

ამან საქმეს ვერ უშველა. პირიქით, "ლილმა" კიდევ ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა (0:3).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული