მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ გიორგიმ პასი ვერეტუს გაუკეთა, რომლის თავური კარს ასცდა. ნუამას რიკოშეტით გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, მასპინძლები აქტიურად გადავიდნენ იერიშებზე, ჯერ ნანასის მეკარე პერიმ არ გაატანინა, ცოტა ხანში კი მისი კარი სანტოსმა და ბაკვამ დალაშქრეს. მალე ტოლისომ ანგარიში შეამცირა, თუმცა მერე „ლიონს“ ემეგამ და ამო-ამეიომ გაუტანეს, კომპენსირებულ დროში ტალიაფიკოს მოპოვებული პენალტი მიქაუტაძემ უზადოდ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.
ქართველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.2, sofascore 7.0, flashscore 7.0.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, ამ მომენტისთვის 45 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 აპრილს „ლილს“ უმასპინძლებს.
სტრასბურგი. „სტად დე ლა მენო“
სტრასბურგი - ლიონი 4:2
გოლები: 1:0 სანტოსი (50), 2:0 ბაკვა (60), 2:1 ტოლისო (62), 3:1 ემეგა (73), 4:1 ამო-ამეიო (89), 4:2 მიქაუტაძე (90+6, პენ)
კვარაცხელია ჩემპიონობას დავითაშვილის წინააღმდეგ გაიფორმებს? პარასკევს მიქაუტაძე იწყებს...