"მონაკომ" ამ ზაფხულში ტრანსფერებზე 360 მილიონი გააკეთა

AutoSharing Option
"მონაკოს" ვიცე - პრეზიდენტი ვადიმ ვასილევი ტრაბახობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის შემოსავლის რეკორდი, 200 მილიონი ევრო მათ ეკუთვნოდათ, საკუთარივე რეკორდი დაამხეს და ამ ზაფხულში 360 მილიონი ჩაიჯიბეს.

მისი თქმით, თან ძლიერი შემადგენლობა შეინარჩუნეს, ეს ადვილი გასაკეთებელი არ იყო და გუნდის მომავლისა სჯერა.

განსაკუთრებით რთული ყოფილა მოლაპარაკება პსჟ-სთან კილიან მბაპეს ტრანსფერზე, ფეხბურთელს უთქვამს, მონეგასკურმა კლუბმა დიდი პატივი მცა, ვალში ვარ და ამ გარიგებით მაქსიმალურად მოგებული უნდა დარჩესო.

დარჩა კიდეც - "მონაკო" 180 მილიონს მიიღებს. ის არენდითაა გადასული, "პარი სენ ჟერმენი" ოფიციალურად გაისად
შეიძენს, თანხა კი ალბათ, უკვე საჭირო ანგარიშზე გადარიცხულია.

გეცოდინებათ, 4 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატს 12-12 ქულით სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული