კილიან მბაპე: მოვა დრო და ყველაფერს მოვყვები

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეული ვარსკვლავი კილიან მბაპე ადასტურებს, რომ მას "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ "ქალაქელებს" უარი უთხრა.

"როდესაც სეზონი დასრულდა, "მონაკოში" დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი. სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი. როდესაც სხვა გუნდების მწვრთნელებს ვხვდებოდი, თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ჩემი პრიორიტეტი "მონაკო" იყო. შემდეგ რაღაც მოხდა და პოზიცია შევიცვალე.

ინტერესი "მანჩესტერ სიტის" მხრიდან? მე უარი კლუბს ვუთხარი და არა გვარდიოლას. ჩვენ ვისაუბრეთ ტაქტიკაზე, იმაზე, თუ როგორ გამომიყენებდა ის გუნდში. ამ მწვრთნელმა იცის, რას ნიშნავს ფეხბურთი.

რატომ დავტოვე "მონაკო"? ამ კითხვას ყველა მისვამს.
როდესაც დრო მოვა, ყველაფერს მოვყვები", - აცხადებს მბაპე, რომლის დებიუტსაც დღეს ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული