საფრანგეთის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ნაკრების მცველ ლეივინ კურზავას ფულის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდნენ. როგორც ირკვევა, კურზავამ ერთ-ერთ ღამის კლუბში ყოფნისას ზღვარგადასულად გააკრიტიკა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი. ეს კადრები მავანმა მობილური ტელეფონით გადაიღო და მერე კურზავას დაშანტაჟება სცადა.
უცნობმა პირებმა ფეხბურთელს დაემუქრნენ - ამ ვიდეოს საზოგადოებას აჩვენებდნენ, თუ ფეხბურთელი 100 000 ევროს არ გადაიხდიდა.
კურზავამ საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია, რომელმაც 5 ეჭვმიტანილი დააკავა. ამათგან 3 - სამართალდამცავებს უშუალოდ ფეხბურთელის სახლთან ჩაუვარდა ხელთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"