11:58 19-03-2025
"ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა" - საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც აღმოჩნდა, დუე თანაგუნდელ უორენ ზაირი-ემერისთან ერთად ბაზაზე დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც დისციპლინის მოყვარულ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამისგან საყვედურიც მიიღო.
"უორენთან ერთად მოხვედი და ამიტომ დაგაგვიანდა?!", - შეეკითხა დეშამი დუეს.
ზაირი-ემერიმ გამართლება სცადა, მაგრამ საუბარში დეშამი მალევე ჩაერთო და დაამატა:
"იცი, ზოგიერთი მწვრთნელი ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ", - თქვა "მამლების" თავკაცმა.
ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრების დაპირისპირების პირველი შეხვედრა სპლიტში 20 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები
პოპულარული
