მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი "მონპელიეს" უნდა ესტუმროს და, უდიდესი ალბათობით, აღარ გაიმეორებს შარშანდელ ფიასკოს, როცა "სტად დელა მოსონზე" 0:3 წააგო. უნაი ემერის გუნდში ტრავმირებულები არიან ანხელ დი მარია და ხავიერ პასტორე, თუმცა 3 ქულის მოსაპოვებლად ეს არ უნდა იყოს გადაულახავი დაბრკოლება.
ფაქტები
- "მონპელიემ" პსჟ-ს ბოლო 10 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო.
- "ნანტი" არის ლიგა 1-ის პირველი გუნდი, ვინც 6 მატჩიდან 3 მოიგო და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.
- "მონაკოს" ბოლო 18 მატჩში არ უთამაშია ფრედ.
- "ლიონსა" და "დიჟონს" შორის წინა ლიგა 1-ის ორივე მატჩი 4:2 დასრულდა. ორივე შემთხვევაში მასპინძელმა გაიმარჯვა.
- "ლიონსა" და "დიჟონს" შორის ბოლო 4 მატჩში 19 გოლი გავიდა. ამ 4 მატჩიდან "ლიონმა" 3 მოიგო, ერთი გამარჯვებაც "დიჟონის" აქტივშია.
- "მარსელსა" და "ტულუზს" შორის ბოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.
- "ტულუზმა" მარსელში უკანასკნელად 2012 წლის 3 მარტს გაიმარჯვა.
ნიცა-ანჟერი
ლილი-მონაკო
23 სექტემბერი, შაბათი
მონპელიე-პსჟ
ბორდო-გენგამი
კაენი-ამიენი
ლიონი-დიჟონი
მეცი-ტრუა
24 სექტემბერი, კვირა
სენტ ეტიენი-რენი
სტრასბურგი-ნანტი
მარსელი-ტულუზი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"