საფრანგეთის თასი: კილიან მბაპე გააძევეს, პსჟ ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგის თასზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. პსჟ-მა გასვლით შეხვედრაში "რენი" 3:2 დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დედაქალაქელებმა ანგარიში 24-ე წუთზე ტომას მუნიეს შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნეს. მე-2 ნახევრის 4-წუთიან მონაკვეთში კი მათ თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტეს.

ჯერ 54-ე წუთზე მარკინიოსმა აიღო მეკარე დიალოს კარი, 58-ე წუთზე კი იმავე კარის დარაჯის შეცდომით შეცვლაზე შემოსულმა ჯოვანი ლო კელსომ ისარგებლა.

ამ მომენტიდან 5 წუთში კი მოედნის ცენტრში განზრახ უხეშობისთვის მსაჯმა პარიზელთა შემტევი კილიან მბაპე გააძევა.

მასპინძლებმა გაბრძოლება ბოლოსკენღა მოახერხეს. 85-ე წუთზე
სხვაობა დიაფრა სახომ შეამცირა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი ბოსნიელმა სანჯიმ პრიჩმა საბოლოო ანგარიში - 2:3 დააფიქსირა.

პსჟ-ის მეტოქის ვინაობა ფინალურ შეხვედრაში დღეს გახდება ცნობილი. ფინალის საგზურს ერთმანეთში - "მონაკო" და "მონპელიე" გაითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული