უნაი ემერიმ პსჟ-დან წასვლის შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელი უნაი ემერი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ბასკმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ემერი პსჟ-ს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

46 წლის სპეციალისტი პსჟ-ს 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. ორი სეზონის განმავლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი (ორჯერ), საფრანგეთის სუპერთასი (ორჯერ) მოიგო.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტომას ტუხელს და ლუის ენრიკეს კანდიდატურებს მოიაზრებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული