"ვფიქრობ, რომ ნეიმარი გუნდში დარჩება. ის პროგრამა, რომელიც პსჟ-ს აქვს, მისთვისაც ძალიან კარგია და არა მგონია, რომ მან წასვლა ისურვოს.
ჩემი აზრით, ბრაზილიელიც იმავე დონეზეა, რაზეც კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან.
ჩემი კარიერა პსჟ-ში? 8 შესაძლებლობიდან საფრანგეთში 7 ტიტული მოვიგეთ და მხოლოდ ერთხელ "მონაკომ" გვაჯობა.
ძალიან ცუდია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ ვაღწევდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ახლა პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ჰყავს", - აღნიშნა ემერიმ.
▶ტომას ტუხელი პსჟ-ს მწვრთნელად დაინიშნა