"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი: მბაპემ მადრიდის "რეალს" უარი უთხრა

AutoSharing Option
ფრანგული "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმ ვასილიევმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა, როდესაც კილიან მბაპე პსჟ-ში გადავიდა.

"ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც გუნდი ვარჯიშზე იყო, მადრიდიდან დარეკეს და გვითხრს, რომ ისინი მზად იყვნენ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 180 მილიონი ევრო გადაეხადათ.

ეს იყო ზღაპრული თანხა და ფეხბურთელისთვის შანსი, აესრულებინა ბავშვობის ოცნება.

მოგვიანებით მე მბაპეს შევხვდი და ვუთხარი, რომ "რეალმა" ასეთი შემოთავაზება გააკეთა, არჩევანის გაკეთება კი მასზე იყო დამოკიდებული.
მან მითხრა, რომ პსჟ-ში სურდა გადასვლა და ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა", - იხსენებს ვასილიევი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა, მე ვიტყოდი, ეს იყო კილიანის დიდი შეცდომა, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია და რეალში უნდა თამაშობდეს და პსჟ-ში. იმედია ამ შეცდომას გამოასწორებს კილიანი
არჩილ
01:19 27-05-2018
0

სიახლეები პოპულარული