L’Equipe: ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს და პარიზული კლუბი პრეზენტაციასაც მოუწყობს.

ადრე იუწყეს, რომ "პარი სენ ჟერმენმა" 40 წლის ბუფონთან შეთანხმებას მიაღწია, ორსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

ამას გარდა, ის 2022 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდება.

altჯანლუიჯი ბუფონი ევროტურნირებზე 3 მატჩითაა დასკვალიფიცირებული




მკითხველის კომენტარები / 3 /
მაინტერესებს პსჟ იუვეს რომ შეხვდეს,პირობითად ლიგის ნახევარ ფინალში,როგორ შეხედავს ტიფოზებს. თუ გამართლდა ეს ინფორმაცია,ძალიან ძალიან დამწყდება გული... ოღონდ რაზე არ ვიცი,არც ბუფონის და არც იუვეს გულშემატკივარ არ ვარ,უბრალოდ დიდი კაცის პატარა საქციელზე დამწყდება გული.
ტიმო
10:41 06-07-2018
5
ეეჰ ჯი-ჯი შენც თურმე ჩვეულებრივ მწვანე თუ რა ფერიც არის ბანკნოტების მოყვარული ყოფილხარ?! ( იუვედან გაგადეს? გეთამაშა რა კიდევ)., არადა შეგეძლო მართლა ლეგენდა ყოფოლიყავი და არა მორიგი ფულის მთვლელი!!!!
გიგა
03:28 06-07-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული