L’Equipe: ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს და პარიზული კლუბი პრეზენტაციასაც მოუწყობს.

ადრე იუწყეს, რომ "პარი სენ ჟერმენმა" 40 წლის ბუფონთან შეთანხმებას მიაღწია, ორსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

ამას გარდა, ის 2022 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდება.

altჯანლუიჯი ბუფონი ევროტურნირებზე 3 მატჩითაა დასკვალიფიცირებული




მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ, ჯიჯის არ უნდოდა წასვლა.. არავინ იცის კლუბის შიგნით რახდება.. ეგება მიიყვანეს მაგ ზომამდე და მაგიტომ გადადის თანაც ასეთ გუნდში, რომ იუვეს ბორდს უთხრას, რომ 40 წლის მიუხედავად მაინც ყველაზე მაგარია.. ♥ ვერაფერი დააკლებს ამ კაცს, თუნდაც სხვა გუნდში გადასვლა.. ლეგენდაა მაინც, როგორ ბრაზილიელი რონალდო, რომელმაც ბარსაშიც ითამაშა და რეალშიც.. ინტერშიც და მილანშიც :)
zura
15:42 06-07-2018
0
მაინტერესებს პსჟ იუვეს რომ შეხვდეს,პირობითად ლიგის ნახევარ ფინალში,როგორ შეხედავს ტიფოზებს. თუ გამართლდა ეს ინფორმაცია,ძალიან ძალიან დამწყდება გული... ოღონდ რაზე არ ვიცი,არც ბუფონის და არც იუვეს გულშემატკივარ არ ვარ,უბრალოდ დიდი კაცის პატარა საქციელზე დამწყდება გული.
ტიმო
10:41 06-07-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული