გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი ახლა მთლიანად კლაუდიო რანიერის ვარიანტზე გადაერთო და "ბორდოსაც" სწორედ ის დამოძღვრავს.
ჟირონდული კლუბის მფლობელმა ნიკოლას დე ტავერნოსტმა აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და ახალ მწვრთნელს ისინი ამ კვირაში დანიშნავენ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კლუბმა მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ხელმძღვანელობის კრიტიკისათვის გაათავისუფლა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.
"ბორდო" ევროპის ლიგის პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტის" მეტოქეა.
ტიერი ანრი მზადაა "ბორდო" ჩაიბაროს, ოღონდ ფეხბურთელების დამატებას ითხოვს