კილიან მბაპე შესაძლოა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ შესაძლოა გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი "ნიმთან" (4:2) შეხვედრაში 19 წლის ფრანგის გაძევების მომენტია.

მბაპემ მეტოქე გუნდის მცველს, ტეიო სავანიეს უხეში თამაშის გამო ხელი ჰკრა.

სადისციპლინო კომიტეტი საქმის ვითარებას შეისწავლის და სასჯელის სახით შესაძლოა მბაპე ლიგა 1-ის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ჩემპიონატში კარგი სტარტი აქვს. მათ 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვიჩა და სოსოს კომენტარებს რომ წაიკითხავ მიხვდები რატომაა საქრთველოში ფეხბურთი ამ დონეზე
irakli
01:27 05-09-2018
0
არ არი მსაჯი მართალი, ყველაზე დიდი დიდი ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენა და მეტი არაფერი.
ხვიჩა
19:02 04-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული