ლიგა 1. V ტური: მხოლოდ პსჟ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩში "პარი სენ-ჟერმენმა" "სენტ ეტიენს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

პსჟ-ს ლიგა 1-ში უნაკლო სტარტი გამოუვიდა - 5 თამაშში 5 მოგება და 15 ქულა. გუნდმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა!

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა კილიან მბაპე, ნეიმარი კი ტრავმირებული იყო. ჯიჯი ბუფონი ისევ სკამზე იჯდა.

ტურის ფაქტები
  • მაიკ მაინანმა (ლილი) 10 პენალტიდან მხოლოდ 3 გაუშვა ლიგა 1-ში.
  • ნაბილ ფეკირმა (ლიონი) გასულ და ახლანდელ სეზონებში 4 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლიგა 1-ში.
  • "ტულუზისა" და "მონაკოს" ბოლო 16 მატჩიდან
    11 ფრედ დასრულდა.
  • "მონპელიეს" ბოლო 9 ტურში შინ არ მოუგია.
  • "დიჟონმა" პირველი სამი მატჩის მოგების შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი დათმო.
  • "პარი სენ-ჟერმენს" "სენტ ეტიენთან" 2008 წლის შემდეგ არ წაუგია.
  • "მარსელს" პირველ ხუთ ტურში 14 გოლი აქვს გატანილი. ასეთი სტარტი გუნდს 1954/55 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

ლიგა 1. V ტური
ნიცა-რენი 2:1
გოლები: 0:1 სარი (58-საკ. კარში), 1:1 სან-მაქსიმი (77), 2:1 ლე მელუ (89)
გამოუყენებელი პენალტი: ბურიჟო (20. რენი)

პსჟ-სტ. ეტიენი 4:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (22), 2:0 კავანი (51-პენ), 3:0 დი მარია (76), 4:0 დიაბი (84)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა (80. კეჰრერი), კიმპემბე, ბერნატი - ვერატი (68. ნკუნკუ), ლ. დიარა (46. მ. დიაბი), რაბიო - დი მარია, კავანი, დრაქსლერი

კაენი-ლიონი 2:2
გოლები: 0:1 ფეკირი (45), 1:1 ბოვიუ (52-პენ), 2:1 ონიანგი (73), 2:2 ფ. მენდი (88)
გაძევება: ჯიკუ (55. კაენი), სანკო (94. კაენი)

ამიენი-ლილი 2:3
გოლები: 0:1 პეპე (45+1-პენ), 0:2 პეპე (56-პენ), 0:3 პეპე (76), 1:3 კურზავა (79), 2:3 ღოდოსი (93)
გამოუყენებელი პენალტი: კონატე (85. ამიენი)

დიჟონი-ანჟერი 1:3
გოლები: 1:0 საიდი (13), 1:1 ბაოკენი (20), 1:2 ტაიტი (29), 1:3 სანტამარია (38)

მონპელიე-სტრასბური 1:1
გოლები: 1:0 ლე ტალეკი (50), 1:1 მოტიბა (93)

ტულუზი-მონაკო 1:1
გოლები: 0:1 ტილემანსი (57), 1:1 ლეია (79)

ნანტი-რეიმსი 0:0

ბორდო-ნიმი 3:3
გოლები: 1:0 ბრიანი (26), 1:1 გილომი (31), 1:2 ბობიშონი (45), 2:2 ბრიანი (56), 3:2 კალუ (57), 3:3 ბოზოკი (78)

მარსელი-გენგამი 4:0
გოლები: 1:0 ტოვენი (57), 2:0 პაიე (73), 3:0 ტოვენი (80), 4:0 მიტროღლუ (83)

ბომბარდირები: 5 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 4 - ნიკოლას პეპე (ლილი), ნეიმარი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ).

მომდევნო ტური
21 სექტემბერი: მონაკო-ნიმი
22 სექტემბერი: ლილი-ნანტი, ანჟერი-ტულუზი, მონპელიე-ნიცა, რეიმსი-დიჟონი, სტ. ეტიენი-კაენი, სტრასბური-ამიენი
23 სექტემბერი: რენი-პსჟ, გენგამი-ბორდო, ლიონი-მარსელი

ნიკოლოზ ნეფარიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული