ჯანლუიჯი ბუფონი: შესაძლოა, 50 წლამდე ვითამაშო

AutoSharing Option
პსჟ-ის ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, როგორც ჩანს, კარიერის დასრულებას არც მიმდინარე სეზონის შემდეგ აპირებს.

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, 50 წლამდეც კი ითამაშოს.

"32 წლის რომ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ 35 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი. შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, 38 წლამდე ვითამაშებ-მეთქი. როცა ამ ასაკს მივაღწიე, გადავწყვიტე, 40-მდე მეთამაშა. ასე მოხდა, რომ დღეს ისევ ვთამაშობ. ამიტომ არ ვიცი, შეიძლება 6 თვეში ან ერთ წელში წავიდე, შესაძლოა 10 წელი კიდევ ვითამაშო", - განაცხადა იტალიელმა მეკარემ.

ჯანლუიჯი ბუფონი ფრანგულ გრანდში
მიმდინარე სეზონის წინ "იუვენტუსიდან" გადავიდა, სადაც 17 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

altჯანლუიჯი ბუფონი: თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 5-6 წლის წინ

altჯანლუიჯი ბუფონი: ვიგრძენი, ფეხბურთში უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ მითქვამს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული