მორიგ ტურში პსჟ "ამიენს" მასპინძლობს. თომას ტუხელის გუნდის გაჩერება "ამიენს" ძალიან უნდა გაუჭირდეს - პსჟ-ს ბოლო 9 შეხვედრაში სულ მცირე, 3 გოლი მაინც გააქვს!
პარიზელთა დანაკარგის სია კვლავ გრძელია - დანი ალვეში, დაგბა, კიმპემბე, კურზავა და ნკუნკუ. საეჭვოა დიარას თამაში.
ამ ტურში ძალზე საინტერესო იქნება სამხრეთული დერბიც - "ნიცა" "მარსელის" წინააღმდეგ, ხოლო "ლიონი" "ნიმს"
ველით ტიერი ანრის დებიუტს ლიგა 1-ში. ლეგენდარული ფრანგი "მონაკოში" მწვრთნელად დაბრუნდა. მას კატასტროფული ვითარება დახვდა - "მონაკო" 6 ქულით გასავარდნ ზონაშია. გუნდს 11 აგვისტოს (!) მერე არ მოუგია - ზედიზედ 10 თამაში. შეგახსენებთ, რომ ანრიმ შეცვალა პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი.
ლიგა 1. X ტური
პარასკევი, 19 ოქტომბერი
ლიონი-ნიმი 22:45
შაბათი, 20 ოქტომბერი
პსჟ-ამიენი 19:00
კაენი-გენგამი 22:00
დიჟონი-ლილი 22:00
ნანტი-ტულუზი 22:00
რეიმსი-ანჟერი 22:00
სტრასბური-მონაკო 22:00
კვირა, 21 ოქტომბერი
მონპელიე-ბორდო 17:00
სტ. ეტიენი-რენი 19:00
ნიცა-მარსელი 23:00
ბომბარდირები: 8 - ნეიმარი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ); 7 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), ჟონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო); 6 - ნიკოლა პეპე (ლილი).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"