OK Diaario: პსჟ გრიზმანის ტრანსფერზე ამუშავდა

AutoSharing Option
პსჟ "ატლეტიკოს" ვარსკვლავით, ანტუან გრიზმანით ინტერესდება. როგორც OK Diaario იუწყება, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ის კილიან მბაპეს შეუწყვილოს.

როგორც ესპანური გამოცემა ირწმუნება, პსჟ-ის ხელმძღვანელობა მზადაა, ფრანგში, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა,  მისი გამოსასყიდი თანხა (150 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

ფრანგული კლუბი ზაფხულში ედინსონ კავანის და ნეიმარის წასვლას არ გამორიცხავს. ამიტომ გრიზმანი მათ საუკეთესო შემცვლელად მიაჩნიათ.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" 2 გოლით დაეხმარა.

altდიეგო კოშტამ გაიგო, რომ გრიზმანს 20 მილიონს უხდიან და ხელფასის მომატება მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მიყვარს ეს ფეხბურთელი, თავისი ცეკვით "კალინკათი".
გია
08:23 26-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული