ლიგა 1. XV ტურის წინ: როდის დაუცდება ფეხი პსჟ-ს?

AutoSharing Option
საფეხბურთო ევროპა ელის, როდის შეწყდება პსჟ-ის რეკორდული სვლა ლიგა 1-ში. გუნდმა უკვე ყველა რეკორდი დაამხო, მათ შორის ევროპის ტოპ-5 ლიგებისა და მორიგი გამარჯვება თომას ტუხელის შეგირდებისთვის მორიგი რეკორდის ტოლფასია.

არადა, მართლაც არის იმის საფრთხე, რომ პსჟ-ს ტრიუმფული სვლა შეწყდეს - ტური ჟირონდაში სრულდება, სადაც "ბორდო" ლიდერს მასპინძლობს. მანამდე კი ტუხელის ბიჭებმა უნდა შეძლონ ძალების აღდგენა, რომლებიც უხვად დახარჯეს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ მატჩში.

რაც უნდა იყოს, პსჟ-ს ჯერ არ გაუნაღდა პლეი-ოფი, პარიზული კლუბისთვის მთავარი ასპარეზი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა.

პარიზელებს
"ლივერპულთან" მატჩში დაუბრუნდნენ კილიან მბაპე და ნეიმარი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტუხელმა "ბორდოსთან" რომელიმე მათგანი დაასვენოს.

ფაქტები
  • პსჟ-მ ზედიზედ 14 ტურში იმარჯვა.
  • ბორდომ ლიგა 1-ში ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
  • პსჟ-მ ლიგა 1-ის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.
  • მეტიც, პსჟ-მ ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში ორივე ტაიმი მოიგო.

ლიგა 1. XV ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
სტ. ეტიენი-ნანტი 23:45

შაბათი, 1 დეკემბერი
ლილი-ლიონი 20:00
ანჟერი-კაენი 23:00
გენგამი-ნიცა 23:00
მონაკო-მონპელიე 23:00
ნიმი-ამიენი 23:00

კვირა, 2 დეკემბერი
ტულუზი-დიჟონი 18:00
მარსელი-რეიმსი 20:00
რენი-სტრასბური 20:00
ბორდო-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 11 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორან ტოვენი (მარსელი), ნეიმარი (პსჟ); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გადაეკიდეთ ამ პსჟ–ს. რატომ არ გიყვართ? რახამ მდიდარი კლუბია და ბევრი შესაძლებლობა აქვს? მსოფლიოში ყველა დიდი კლუბი ფულით შეიქმნა და უფულობის გამო დაინგრა. პსჟ ოდესმე მააგრი კლუბი იქნება მსოფლიოში. სულ ანტი პსჟ_ური ახალი ამბები იდება საიტებზე.
....
15:42 01-12-2018
3

სიახლეები პოპულარული