ლიგა 1. XIX ტური: ანრის "მონაკო" უფსკრულის პირას [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც იქნა, გვეღირსა: საფრანგეთში ჩატარდა სრული ტური, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული "პარი სენ-ჟერმენსა" და დანარჩენებს შორის.

წარმოიდგინეთ, რომ ლიდერი უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს და თან მასზე ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული!

2019 წლის პირველი ნახევარი თომას ტუხელის გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იაქტიუროს, თორემ ლიგა 1-ს ნახევარი ძალითაც მოიგებს. წელი კი ერთპიროვნულ ბომბარდირად კილიან მბაპემ დაასრულა - მან უკვე 13 გოლი გაიტანა.

როგორც ჩანს, ტიერი ანრის სამწვრთნელო მონაცემები არა აქვს, სხვანაირად ძნელი ასახსნელია, როგორ ვერაფრით გამოდის "მონაკო" კრიზისიდან. მეტიც,
ანრიმ მოახერხა და "ლუი მეორეზე" აუტსაიდერ "გენგამთან" ულაპარაკოდ წააგო. ასე თუ გაგრძელდა, "მონაკო" შეიძლება ლიგა 2-ში ვიხილოთ.

ფაქტები
  • "მონაკომ" ლიგა 1-ის ბოლო 12 მატჩიდან 9 წააგო (2 მოგება, 1 ფრე). ამდენი თამაში გუნდმა წინა 73 შეხვედრაში წააგო (49 მოგება, 15 ფრე, 9 წაგება).
  • 2011 წლის მერე პირველად "რენმა" ზედიზედ 5 მატჩი მოიგო.
  • "ლილის" კარში ამ სეზონში 7 პენალტი გაიტანეს, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ 5 ლიგებში.
  • კენი ლალამ ("სტრასბური") ამ სეზონში 9 გოლში (3 გოლი, 6 საგოლე პასი) მიიღო მონაწილეობა, რაც მცველებს შორის ევროპის ტოპ 5 ლიგებში საუკეთესო შედეგია.
  • "მარსელმა" "ანჟერთან" მატჩის პირველ ტაიმში კარისკენ ერთხელაც კი ვერ დაარტყა. ასეთი რამ გუნდს 2016 წლის ოქტომბრის მერე არ მოსვლია, მაგრამ მაშინ პსჟ-ს მაინც ეთამაშნენ.
  • გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე ბენჟამენ ბურიჟომ ("რენი") ლიგა 1-ში 24 გოლში (14 გოლი, 10 საგოლე პასი) მიიღო უშუალო მონაწილეობა, რაც ბრეტონულ კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია).

ლიგა 1. XIX ტური
ანჟერი-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 ბაოკენი (36), 1:1 სარი (84)

ლილი-ტულუზი 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (17), 1:1 გრადელი (50-პენ), 1:2 გრადელი (64-პენ)

მონაკო-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 ტურამი (68), 0:2 რუ (75)

მონპელიე-ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ფეკირი (67), 1:1 აგილარი (81)

პსჟ-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (68)
პსჟ (4-4-2): ბუფონი - მონიე (81. კეჰრერი), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - დი მარია (88. დანი ალვეში), ვერატი, მარკინიოსი, დრაქსლერი - კავანი (80. ჩუპო-მოტინგი), მბაპე


რეიმსი-კაენი 2:2
გოლები: 1:0 სუკი (7), 1:1 ნინგა (28), 1:2 კრიველი (45), 2:2 ენგელსი (53)

რენი-ნიმი 4:0
გოლები: 1:0 ანდრე (6), 2:0 ბურიჟო (14), 3:0 სიებატჩეუ (47), 4:0 სიებატჩეუ (67)

სტ. ეტიენი-დიჟონი 3:0
გოლები: 1:0 მონე-პაკე (42), 2:0 ხაზრი (64), 3:0 ბერიჩი (82)

სტრასბური-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 თომასონი (26), 2:0 კონე (41)
გამოუყენებელი პენალტი: სიპრიენი (56. ნიცა)

ბორდო-ამიენი 1:1
გოლები: 1:0 კალუ (22), 1:1 გნაორე (87)

ბომბარდირები: 13 - კილიან მბაპე (პსჟ); 12 - ნიკოლა პეპე (ლილი), ემანუელ სალა (ნანტი); 11 - ნეიმარი (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ).

XVIII ტურის გამოტოვებული მატჩები
8 იანვარი: ამიენი-ანჟერი, ნანტი-მონპელიე.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული