ფინანსური ფეირ-პლეის გამო პსჟ-ს შესაძლოა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან გამომშვიდობება მოუწიოს.
Mediapart-ის ცნობით, პსჟ იძულებული იქნება კილიან მბაპე ან ნეიმარი გაყიდოს, რათა საბანკო ანგარიში 170 მილიონი ევროთი შეივსოს და ფინანსური ფეირ-პლეის წესი არ დაარღვიოს.
თუ ეს საკითხი ვერ მოაგვარა, პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე არ დაუშვებენ.
ორივე ფეხბურთელს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.