ლიგა 1. XXI ტური: 9:0 - შურისძიება და გართობა [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ ლიგა 1-ში ერთობა და მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ბატალიებისთვის ემზადება. თომას ტუხელის გუნდი ლიგა 1-ში უკვე ერთობა - "პარკ დე პრენსზე" 9 გოლი ვიხილეთ, რაც პსჟ-ის რეკორდის გამეორებაა.

პსჟ-ის სუპერტრიომ (მბაპე-კავანი-ნეიმარი) ჯამში 8 გოლი გაუტანა "გენგამს". პსჟ უკვე 13 ქულით უსწრებს მდევარ "ლილს", რომელზეც ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. ალბათ, იკითხავთ, რატომ "გაიგიჟა" თავი პარიზულმა გრანდმა? საქმე ისაა, რომ "გენგამმა" პსჟ თასის გათამაშებიდან გამოთიშა...


ტიერი ანრის "მონაკო" უფსკრულისკენ მიექანება - გუნდი შინ 1:5 განადგურდა "გენგამთან" და
გასავარდნ ზონაშია.

ფაქტები
  • "ამიენს" ამ სეზონში I ტაიმებში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი - 5, "ლილს" კი ყველაზე ნაკლები გაშვებული - 4.
  • 21 ტურის შემდეგ 40 ქულით "ლილი" ყოველთვის ამთავრებდა ტოპ-3-ში.
  • პსჟ-მა ლიგა 1-ში თავისი რეკორდი გაიმეორა - 9:0 "ტრუასთან" მოიგო 2016 წლის მარტში.
  • ნეიმარმა (პსჟ) 32 გოლი ლიგა 1-ში 33 მატჩში გაიტანა.
  • ბოლო 45 სეზონში მეორედ მოხდა, რომ ერთი გუნდის ორმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ-თრიკი ერთბაშად.
  • "სტრასბურს" ლიგა 1-ში ასეთი დიდი ანგარიშით 1968 წლის მერე არ მოუგია.

ლიგა 1. XXI ტური
ლილი-ამიენი 2:1
გოლები: 0:1 ოტერო (5), 1:1 ლეაო (45+2), 2:1 შეკა (85)
გამოუყენებელი პენალტი: პეპე (39. ლილი)

პსჟ-გენგამი 9:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (11), 2:0 მბაპე (37), 3:0 მბაპე (45), 4:0 კავანი (59), 5:0 კავანი (66), 6:0 ნეიმარი (68), 7:0 კავანი (75), 8:0 მბაპე (80), 9:0 მონიე (83)
პსჟ (4-3-1-2): ბუფონი - კეჰრერი, ტიაგო სილვა (76. მონიე), მარკინიოსი, ბერნატი (67. კურზავა) - დანი ალვეში, ვერატი (19. დრაქსლერი), ნეიმარი - დი მარია - კავანი, მბაპე

მონაკო-სტრასბური 1:5
გოლები: 0:1 აჟორკი (12), 0:2 თომასონი (17), 1:2 ფალკაო (22), 1:3 ი. სისოკო (63), 1:4 აჟორკი (68), 1:5 ფოფანა (94)
გაძევება: ნალდო (7. მონაკო), ს. მიტროვიჩი (69. სტრასბური)

ნიმი-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 სანოგო (41)

რეიმსი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ოუდინი (12), 1:1 უოლტერი (99-პენ)

რენი-მონპელიე 0:0

ანჟერი-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 ფულხინი (94)

კაენი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 სანსონი (47)
გაძევება: გილბერი (51. კაენი)

ბორდო-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 კორნელიუსი (77)
გაძევება: ამალფიტანო (34. დიჟონი)

სტ. ეტიენი-ლიონი 1:2
გოლები: 1:0 ჰამუმა (21), 1:1 ფეკირი (64-პენ), 1:2 დემბელე (90+5)

ბომბარდირები: 17 - კილიან მბაპე (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - ნიკოლა პეპე (ლილი), ნეიმარი (პსჟ); 12 - ემილიანო სალა (ნანტი), ვაბჰი ხაზრი (სტ. ეტიენი).

XX ტურიდან
23 იანვარი: ნიმი-ანჟერი

მომდევნო ტური
25 იანვარი: მარსელი-ლილი
26 იანვარი: ნანტი-სტ. ეტიენი, დიჟონი-მონაკო, გენგამი-რეიმსი, ნიცა-ნიმი, სტრასბური-ბორდო
27 იანვარი: მონპელიე-კაენი, ამიენი-ლიონი, ტულუზი-ანჟერი, პსჟ-რენი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული