პსჟ-ს ფანები - ფეხბურთელებს: ან კვერცხები იყიდეთ ან წაეთრიეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პსჟ-ს გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ღია წერილით მიმართეს.

"ისევ გავხდით მთელი ევროპის დასაცინნი. ამაში დამნაშავე ფეხბურთელები არიან, რომლებიც იმედს ვერ ამართლებენ.

უღირსებო მოთამაშეებს არ მივცემთ კლუბის შერცხვენის უფლებას. მეტ პატივისცემას, მეტ ბრძოლას და მეტ ამბიციას მოვითხოვთ.

ჩვენ, გუნდის ერთგულები ვართ, გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას, რომელიც რამდენიმე დაქირავებულისგან განსხვავებით საუკეთესოს იმსახურებს. მათ მხოლოდ ყოველწლიურად ხელფასის მომატება აინტერესებთ.

ან ახალი კვერცხები იყიდეთ და ან აქედან წაეთრიეთ".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
არც მწვრთნელია პრობლემა და არც ფეხბურთეალები...პსჟ-ს პრობლემაა საფრანგეთის ჩემპიონატის დაბალი დონე,ესპანეთის იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებთან შედარებით !
ქუთაისი
09 მარტი 2019 13:19
5
პსჟ ს ზედმეტი თავდაჯერებულობა ღუპავს და უკონკურენტო ჩემპიონატი ...
ტოტტი
09 მარტი 2019 11:55
0
ამის მერე, პსჟ ვისაც შეხვდება, უნდა იჩალიჩოს რომ 10-0 მოიგოს პირველი თამაში და მეორეში პირველივე შეაგდოს.
....
09 მარტი 2019 10:41
2
არადა თითქოს, 11 ვარსკვლავი თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონები თამაშობენ. მწვრთნელია ჩემი აზრით მთავარი პრობლემა და დაცვის ხაზი. ვერატი გასაგდებია, კიმბემბე ვინ არის, საიდან მოიყვანეს? ბუფონის შეცდომებიც რომ არა, შეიძლება მოეგო პსჟ_ს.
123
09 მარტი 2019 10:40
1
123-ო მწვრთვნელი კი არ არის დამნაშავე, არამედ მეშოკებით დოლარებია დამნაშავე, რომელმაც გააღორა ფეხბურთელები.
გოგი
09 მარტი 2019 12:07
1
ბუფონზე თუ ხელიდან გავარდნილ ბურთს გულისხმობ,იქ ბურთი მეკარის წინ დაეცა და აზელილ გაზონზე,როგორ აისხლიტება,წინასწარ ღმერთმაც კი არ იცის მგონი.ჯარიმის შემთხვევაში კი,ბურთი მაღლიდან ჩაახვია შორეულ ცხრიანში.მანდ უფრო ბრწყინვალე დარტყმაზე უნდა ვილაპარაკოთ,ვიდრე მეკარის შეცდომაზე.სხვათა შორის ზუსტად ასეთი ჯარიმა გაუტანა დავით ყიფიანმა მოსკოვის სპარტაკს,1979 წელს,თბილისში.კარში რინატ დასაევი იდგა,ბრწყინვალე მეკარე.
სოსო
09 მარტი 2019 11:58
1

სიახლეები პოპულარული