27 აპრილს, "რენმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში პსჟ-ს მოუგო და საფრანგეთის თასს დაეუფლა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "რენმა" 5:4 იმარჯვა.
"რენს" თასი უკანასკნელად 1971 წელს ჰქონდა მოპოვებული, "პარი სენ ჟერმენი" კი ზედიზედ მეხუთედ გავიდა ფინალში და პირველად დამარცხდა.
ტრავმამორჩენილმა პარიზელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ 118-ე წუთზე მეტოქეს კინაღამ ფეხი მოსტეხა და გააძევეს.
პარიზი. "პარკ დე პრენსი".
პსჟ- რენი 2:2 (პენ 4:5)
გოლები: 1:0 დანი ალვესი (13), 2:0 ნეიმარი (21), 2:1 კიმპემბე (40, საკ. კარში), 2:2 მექსე (66)
გაძევება: მბაპე (118)