1-წლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, 1-წლიანი პაუზის შემდეგ "ალ ჰილალის" შემტევი ნეიმარი მოედანს უბრუნდება. სავარაუდოდ, ბრაზილიელი 21 ოქტომბერს მისი გუნდის განაცხადში იქნება, სადაც "ალ ჰილალი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ალ აინს" დაუპირისპირდება.

ნეიმარმა ბოლოს გასული წლის 18 ნოემბერს ითამაშა. ახლა საუდის არაბეთში ბრაზილიელის ექიმი როდრიგო ლასმარი ჩავა, ვინაც ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთა და მის დაბრუნებაზე საბოლოო სიტყვას სწორედ ის იტყვის.

სავარაუდოდ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვისაც დაეხმარება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული