პსჟ-მა "ბარსელონას" ვუნდერკინდი იყიდა

AutoSharing Option
პსჟ-მა "ბარსელონას" აღზრდილ ხავი სიმონსთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის "ტვიტერი" ავრცელებს.

"ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. გამომშვიდობება არავის უყვარს, მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ ცხოვრების სრული გააზრებული ნაწილი გაატარე.

"ბარსელონას" ფორმა პირველად 9 წლის წინ ჩავიცვი და მას შემდეგ კლუბი ჩემი ოჯახი გახდა. ახლა კი ძალების მოსინჯვა "ბარსას" მიღმა მინდა", - განაცხადა 16 წლის ჰოლანდიელმა.

როგორც ესპანური გამოცემები წერენ, "ბარსა" სიმონსს ძალიან კარგ პირობებს სთავაზობდა, თუმცა ხავიმ პარიზულ კლუბში გადასვლა არჩია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია რეალს ვგულშემატკივრობ უხსოვარი დროიდან, მაგრამ ბარსაში რომ ხარ აღზრდილი და თან ხავი გქვია, სხვა გუნდზე ფიქრს ფეხბურთს რომ თავი დაანებო ის სჯობია
llcl
13:56 24-07-2019
0
ვისაც ამ ბავშვის ვიდეოები გაქვთ ნანახი დამეთანხმებით იმ მოსაზრებაში რომ ვუნდერკინდი ნამდვილად გადამეტებული შეფასებაა..თავის ასაკში გამოავლინა ლიდერის თვისებები ნიჭიერი ბავშვია მაგრამ არანაირი განსაკუთრებულით არ გამოირჩევა,ამაზე პატარა ასაკში გვყავს უკეთესი ბავშვები რომელთაც კარგი პირობების შექმნის შემდეგ შეუძლიათ ითამაშონ უმაღლეს დონეზე...ფიზმომზადების კარგი სპეციალისტები,სწორი კვება,ფსიქოლოგი,სწორი მიდგომა ზედმეტ ფიზიკური დატვირთვა რომ აიცილონ და ნიჭი ნამდვილად არ აკლია ჩვენს ბიჭებს...სწორი მიმართულება უნდა მიეცეს ქართულ ხასიატს და ნიჭს ფეხბურთში როგორც ეს არაჩვეულებრივად შეახამსა ბატონმა ნოდარ ახალკაცმა...წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ბიჭს,მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა გადასულიყო...იმედია არ შეეწირება პსჟ-ს და ბარსას ბინძურ პოლიტიკას
Zaliko Kutaiseli
16:58 24-07-2019
1

სიახლეები პოპულარული