25 სექტემბერს, ლიგა 1-ის მე-7 ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 0:2 დამარცხდა "რეიმსთან".
ჩემპიონატის წინა ორ ტურში პარიზელებს გამარჯვება ნეიმარმა მოუტანა, მაგრამ ბრაზილიელმა ამჯერად ვერ უშველა.
"პარი სენ ჟერმენის" ფეხის დაცდენით ისარგებლა "ანჟერმა", რომელმაც გასვლაზე 2:0 მოუგო "ტულუზას" დ ტუხელის გუნდთან ერთად 15 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს.
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 376 მაყურებელი
პსჟ - რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 კამარა (29), 0:2 დია (90+4)
პსჟ: ნავასი, მბე სო (მენე 59), დიალო, კიმპემბე, კურზავა (მარკინიოსი 66), ერერა, პარედესი, ბერნატი, სარაბია, ჩუპო-მოტინგი (დი მარია 42), ნეიმარი
რეიმსი: რაიკოვიჩი, ფოკე, დისასი, აბდელჰამიდი, ნკლომანდი, კაფარო, შავალერინი, მანტეზი, კამარა (დუმბია 85), მბუკუ (დია 61), დონისი (უდენი 69)