პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი ფრანგულ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე დაფიქრდა.
Get French Football News-ის ცნობით, ბრაზილიელი შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდება.
ნეიმარი პარიზულ გუნდში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის და გასულ 2 სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან პირველი პლეი-ოფიდან ვარდებოდა.
27 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი პსჟ-სთან 2022 წლამდეა გათვლილი. გასულ ზაფხულს ის "ბარსელონაში" დაბრუნებას ცდილობდა.