იმის გამო, რომ "მონპელიესთან" მატჩისას პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ორ მეტოქეს ფინტი გაუკეთა, მსაჯმა ჟერომ ბრიზარმა ყვითელი ბარათი უჩვენა და შეიძლება ბრაზილიელი კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ.
საქმე ისაა, რომ შესვენებაზე ნეიმარმა არბიტრს კამათი დაუწყო. მსაჯმა უთხრა, ფრანგულად მიემართა, ნეიმ კი ჯერ თანაგუნდელს შესჩივლა, ფეხბურთის თამაშის გამო მაფრთხილებსო, ხოლო შემდეგ ბრიზარს უკანალი უწოდა, - ეს ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
რა თქმა უნდა, ნეიმარის აღშფოთება და პროტესტიც გასაგებია...