საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ამიენისა" და პსჟ-ს მატჩი 4:4 დასრულდა.
ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი თავიდან 3:0 დაწინაურდა, შემდეგ პარიზულმა გუნდმა, რომელსაც ამ შეხვედრაში ნეიმარი და მბაპე ვერ დაეხმარნენ, 4 გოლი გაიტანა და წინ გაიჭრა, თუმცა კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ფრეს მიაღწიეს.
ამიენი. "ლიკორნი"
ამიენი - პსჟ 4:4
გოლები: 1:0 გირასი (5), 2:0 კაკუტა (29), 3:0 დიაბატე (40), 3:1 ერერა (45), 2:3 კუასი (60), 3:3 კუასი (65), 3:4 იკარდი (74), 4:4 გირასი (90+1)
პსჟ 62 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "მარსელს" 13 ქულით უსწრებს, ხოლო "ამიენი" 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.