მეტოქისათვის "იქ" კბენის გამო ფეხბურთელი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ "სეტრიშის" ფეხბურთელი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით მოწინააღმდეგისათვის სასქესო ორგანოზე კბენის გამო დასაჯეს.

"სეტრიშსა" და "თორვილს" შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა და "სეტრიშის" ფეხბურთელმა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს უკბინა.

დაზარალებულს ნაკბენ ადგილას 10 ნაკერი დაადეს. ამას გარდა, 6 თვით ფეხბურთსაც კი ჩამოაშორეს.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "თორვილს" სეზონში პირველი ქულის მოპოვება შეეძლო, თუმცა უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო კლუბი 200 ევროთი დააჯარიმეს და 2 ქულაც დააკლეს.

მომზადებულია republicain-lorrain.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს როგორ იყო იცით, ფრედ ხო მორჩა და ამ ტიპმა შემდეგზე მოგიგებო, იმან მომიგებ კი არა, *ლე არ მომჭამოო და ამანაც... :))))
ბადრი შუბლაძე
10:50 20-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული