"მონპელიეს" ნახევარმცველი ჟუნიორ სამბია, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.
23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილური გახდა, მას დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტი ფრედერიკ გერა იტყობინება.
სამბიამ ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.