საფეხბურთო მარაზმი - ნეიმარი ფინტის გამო გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა "მონპელიე" და ამ მატჩში ერთობ ოდიოზური გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა ჟერომ ბრიზარმა.

კერძოდ, 38-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ნეიმარმა ლამაზი ფინტი გააკეთა, არბიტრმა კი ეს არასპორტულ საქციელად და მეტოქის დაცინვად ჩათვალა და ყვითელი ბარათი უჩვენა.

შესვენებაზე ნეიმარი მსაჯს გამოელაპარაკა, მაგრამ მან უთხრა, რომ ფრანგულად უნდა მიემართა.

ნეიმარისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებამ "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრები აღაშფოთა. ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ფეხბურთს კლავენ.

ნამატჩევს ბ
რაზილიელმა ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა: "მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ".

ისე, რა არის ფეხბურთი დრიბლინგისა და ფინტის გარეშე, ის ხომ თავის მომხიბვლელობასა და სილამაზეს კარგავს...

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს ნეიმარისათვის ევროპაში პირველი შემთხვევა არ არის,ბარსელონაში თამაშის დროსაც გააკეთა მსგავსი და მოწინააღნდეგის ფეხბურთელებმა,საცემად გაიწიეს.წამოარტყეს კიდეც და ბარსელონას ხელმძღვანელობამაც გაამტყუნა,ეს მეტოქის დამცირებააო.მომკალით და არ მესმის რატომ არის დაცინვა?თუ შეგიძლია,წაართვი მაშინ ბურთი.სხვათა შორის ზიკომ სცადა და ყიფიანს თავზე გადაუგდო ბურთი,მაგრამ ყიფიანმა უკან გადმოუგდო თავზე ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს და პირდაღებული დატოვა.ზიკოს ეს საწყენად არ მიუღია და როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის მატჩში ბრაზილია სსრკს მატჩში,ყიფიანი ვერ იხილა,იკითხა კიდეც,ის ულვაშა რატომ არა გყავთო.აქ ზოგიერთები სწერენ,ბურთის ართმევა ჯარიმის გარეშე შეუძლებელიაო.მაშინ მანუჩარ მაჩაიძისათვის ,სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ,იმიტომ რომ მთელი კარიერის განმავლობაში ,მისთვის ბურთი არავის წაურთმევია,ვერც ტექნიკით და ვერც ჯარიმით.ჯერ პატარა მიშა მესხმა თავზე კენწვლით გაიარა ნახევარი მოედანი და ბურთი გაიტანა,მაგრამ ეს ბავშვებში,შემდეგ შოთა არველაძემ მთელი საჯარიმო ასევე თავზე კენწვლით ატარა ბურთი და ისე გაიტანა.ეს თურქეთში.მოაშორეთ ასეთები ფეხბურთს!!!ასეა?ან ეგ ფინტი, ჩვენგან ნებისმიერს,ბავშვობაში ეზოში თამაშის დროს არ გაუკეთებია?არ მეგულება ასეთი ბავშვი და რა ვქნა. ფეხბურთის სილამაზეს,წორედ ტექნიკურ ფეხბურთშია,თორემ დაარტყი და გაიქეცი,რუსული ფეხბურთის დამახასიათებელი თვისება ოყო და სწორედ ამიტომ არ მოსწონდა იგი არავის.1966 წლის მსსოფლიოს ჩემპიონატზე,სსრკს ნამკრებმა მესამე ადგილი დაიკავა,ძალიან ძლიერი ნაკრები იყო მართლაც,მაგრამ ერთი თამაშის შემდეგ,როცა ერთმა ჟურნალისტმა,მგონი მერჟანოვმა,ვალერი ვორონინს მაღალი შეფასება დაუწერა და სხვებმა ჰკითხეს,ეს რეტომ გააკეთე,მან ხომ არც ისე კარგად ითამაშაო,მისი პასუხი,ასეთი იყო.დიახ,ვორონინმა,ვერ ითამაშა ისე კარგად,მაგრამ მიხაროდა,მაღალი კლასის ფეხბურთელს რომ ვხედავდი.მესხი რომ ყოფილიყო,უკვე ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი იქნებოდა მინდორზე და მეტრეველიც რომ დაემატებინათ...იცით რას ნიშნავს,როცა მოედანზე სამი მაღალი კლასის ფეხბურთელია?მაშინ ჩვენს ნაკრებს ექნებოდა მაყურებლის სიმპათია,რაც ასე აკლდა მას,ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
სოსო
15:35 04-02-2020
0
მესხი ამ ფინტის მსგვს ფინტს გაგორებულ, მოძრავ ბურთზე აკეთებდა. გაიგდებდა ბურთს, დაეწეოდა და მერე ... ამას ჰგავდა, მაგრამ თავზე გადატარებული ბურთი უკვე მცველს გაცდენილი მესხის წინ ვარდებოდა. მაგარი სანახაობა იყო. მესხის ფინტი ერქვა. ამაზე თქვა ერთმა უცხოელმა ფეხბურთის კორიფემ 9სახელი აღარ მახსოვს) პირველად ვნახე თავდამსხმელი, რომელიც საკუთარ თავს აძლევს პასსო! სხვათა შორის მესხის გაცილების თამშზე ბრაზილიისგუნდ ბაიასთან, ლოკომოტივზე, ეს ულამაზესი ფინტი სლავა მეტრეველმა რაღაც ულამაზეს სტილში შეასრულა. მე იქვე, ძალიან ახლოს ვიჯექი. ტრიბუნები გადაირიენ. ბრაზილიელები გაოცებულები უყურებდნენ ჩვენი ჯადოქრების თამაშს. ამ მსაჯს ის თამაში რომ ემსაჯა, მესხი და მეტრეველი ციხეს ვერ გადაურჩებოდნენ!
aburjga
08:23 04-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული