"ანჟეს" ნახევარმცველმა ფარიდ ელ მელალმა სახალხოდ მასტურბირების გამო ბოდიში მოიხადა. ის საკუთარი ეზოდან მეზობლის სახლში ქალს უყურებდა და ექსჰიბიციონიზმით იყო დაკავებული.
"ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. კრიტიკის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გაძლება რთულია. მესმის, ხალხი ასეთ საქციელს ვერ იტანს. მინდა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საყვარელი "ანჟეს" ფანებსა და ალჟირელებს ბოდიში მოვუხადო.
ყველაფერმა, რაც მოხდა, ჩემზე იმოქმედა და გამაძლიერა. უკეთ შევიცანი ღირებულებები და პრინციპები, რომელთა მიმდევარი უნდა ვიყო. ყველას მადლობა, ვინც ამ რთულ პერიოდში მხარი დამიჭირა", - ციტირებს ელ მელალის
ESPN.
ელ მელალი პოლიციამ სახალხოდ მასტურბირების გამო მეორედ დააპატიმრა და ახლა ჯარიმის გადახდა მოუწევს.